
ანალიტიკოსი, ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში საქართველოში კორონავირუსის გავრცელებასა და მასთან ბრძოლის მეთოდებზე საუბრობს.
"დღეს გაჟღერდა ინფორმაცია, რომ კოვიდ 19 -ის წინააღმდეგ ბრძოლის ფონდი 100 მილიონით გაიზარდა. მალევე გაჩნდა სასიამოვნო ინფორმაცია, რომ ეს ბიძინა ივანიშვილის კიდევ ერთი წვლილია ქვეყნის წინაშე გაღებული, ან რა გვიკვირდა, განა ბიძინა ივანიშვილი არ იყო, რომელსაც ჯერ სახეზეც კი არ იცნობდა ჩვენი მოსახლეობა, როცა უამრავ ოჯახს ჩუმად და ყოველგვარი აფიშირების გარეშე ეხმარებოდა, რომელმაც უამრავი კულტურული თუ ისტორიული ძეგლი გადარჩინა, ჩამოთვლაც კი გაგვიჭირდება. არც იმის დავიწყება შეიძლება, რომ პირველად დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში სწორედ მან და მისმა გუნდმა შესძლო რევოლუციით და დამხობით კი არა, არამედ მშვიდობიანი, პოლიტიკური გზით, არჩევნებით შეეცვალა ხელისუფლება. მავნებლები ხშირ-ხშირად კითხულობენ თუ სად არის ბიძინა ივანიშვილი, ვერ ხედავთ? რას იზამთ, არადა აქ არის თავის გუნდთან ერთად, რომელიც ასე ეფექტურად უმკვლავდება კორონავირუსს-უხილავ მტერს, რომელსაც იმედია ასევე ღირსეულად დავამარცხებთ!" - წერს ლევან ნიკოლეიშვილი ფეისბუქზე.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე