
მომღერალი ნინო ჩხეიძე ისრაელიდან რამდენიმე დღის წინ დაბრუნდა და საკუთარი ინიციატივით თბილისის აეროპორტიდანვე თვითიზოლაციაში გადავიდა. ასეთი გადაწყვეტილება მეტწილად მგზავრობის დროს მიღებულმა სტრესმა განაპირობა.
"ბოლო რამდენიმე დღეა საჭმელების კეთებაც დავიწყე. ისეთ რეჟიმში ვცხოვრობდი, ბოლოს კერძი როდის გააკეთეო, რომ ეკითხათ, ვერც კი გავიხსენებდი. ახლა ამის კეთება მომწონს.
არც ერთი საჭმლის რეცეპტი არ ვიცი, უფრო იმპროვიზაციას მივმართავ, ჩემს საყვარელ ინგრედიენტებს ვიყენებ, შეიძლება არასწორი თანმიმდევრობით ვაკეთებ, მაგრამ შედეგი მომწონს. ვფიქრობ, ისე დავხელოვნდები ამ საქმეში, მომავალ ინტერვიუში ჩემს საფირმო კერძის რეცეპტსაც ჩაგაწერინებთ.
როცა თვითიზოლაციის პერიოდი დამთავრდება, საჭმელების კეთებას აუცილებლად გავაგრძელებ. ადამიანები დაკავებულები ვართ, მაგრამ ერთი საათი საკმარისი დროა სადილის მოსამზადებლად. როგორც აღმოვაჩინე, ეს ერთგვარი თერაპიაა ჩემთვის", - განუცხადა "სარკეს" მომღერალმა.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე