
ყველა ვინც ამ სიმღერას პოლიტიკურ ჭრილში განიხილავს ძალიან ზნედაცემულ ადამიანებად მიმაჩნია! - ასე ეხმაურება სოციალურ ქსელში მომღერალი სოფო ბედია კრიტიკას, რომელიც მოყვა ვიდეო რგოლს, რომლის პრემიერაც გუშინ შედგა.
"დიდი მადლობა ყველა შეგნებულ და კეთილ ადამიანს უამრავ კომპლიმენტს და მოლოცვას ვიღებ, აი მათ ვინც ამ სიმღერას პოლიტიკურ ჭრილში განიხილავს ძალიან ზნედაცემულ ადამიანებად მიმაჩნია! იმის მაგივრად, რომ ერთად დავდგეთ და სიკეთე ვუსურვოთ, გავამხნევოთ ერთმანეთი ბოროტი ტროლები პოლიტიკურად განიხილავენ და ილანძღებიან! სირცხვილია ხალხო ასეთი მიდგომით არაფერი გვეშველება! ჩემი და ყველა ამ სიმღერაში მონაწილე ადამიანის კეთილი სურვილია გავუფრთხილდეთ და გვიყვარდეს ერთმანეთი! ვთქვი და კიდევ ვამბობ ყველა ისტორიულ მოვლენას თავისი მნიშვნელობა აქვს და შედარებების მოყვანაც ძალიან უხერხულია! ეხლა ჩვენს ქვეყანას ძალიან უჭირს და თუ ერთმანეთი არ გავამხნევეთ არაფერი არ გვეშველება! სწორედ დღევანდელ პრობლემას მივუძღვენით სრულიად უწყინარი და კეთილი ვიდეო რგოლი!" - წერს სოფო ბედია სოციალურ ქსელში.
იდეის ავტორია სოფო ბედია. კომპოზიტორი: კაკი ბოლქვაძე. ტექსტის ავტორი - ნანა ცინცაძე. არანჟირება-ცირა ბზიშვილი. კლიპის რეჟისორი - ბესო კვარაცხელია, სიმღერა ჩაიწერა ზაზა გოჩიტაშვილის სტუდიაში.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე