თამთა ჩაჩანიძე
10.04.2020

საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა 230-მდე გაიზარდა, გამოჯანმრთელებულია - 54 - ამის შესახებ კორონავირუსთან საბრძოლველად სპეციალურად შექმნილ ვებ გვერდზე stopcov.ge-ზეა გამოქვეყნებული.

აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, ნინო ნიჟარაძის განცხადებით, ე.წ. ქობულეთის კლასტერს კორონავირუსის 6 ახალი დადასტურებული შემთხვევა დაემატა.

„გუშინ მოვიძიეთ ქობულეთის კლასტერთან დაკავშირებული 40 კონტაქტირებული პირი. ესენი არიან დაავადებულთან კონტაქტში მყოფი პირები, ოჯახური კონტაქტები და არა სამედიცინო პერსონალი. მათგან აღებული იქნა 8 ლაბორატორიული კვლევის ნიმუში და 6 შემთხვევა დადასტურდა. შესაბამისად, ქობულეთის კლასტერთან დაკავშირებული 6 ახალი დადასტურებული შემთხვევა გვაქვს," - განაცხდა ნიჟარაძემ.

თბილისის ინფექციური საავადმყოფოში კი სატვირთო ავტომობილის ორი მძღოლი მოათავსეს, რომლებსაც კორონავირუსი სომხეთში დაუდასტურდათ, კლინიკის სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას თქმით კი მძღოლების მდგომარეობა სტაბილურია და შესაძლოა მალე გამოჯანმრთელდნენ.

რაც შეეხება ე.წ. მარნეულ-ბოლნისის კლასტერს, თსსუ-ს პირველ საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის ლევან რატიანის თქმით, ამ კლასტერიდან ქალბატონი უმძიმეს მდგომარეობაში გადაიყვანეს, რომელიც უკვე გამოჯანმრთელდა და დღეს გაწერენ.

„იცით, რომ ჩვენს კლინიკაში პირველი პაციენტი, კრიტიკული კი არა, ტერმინალური შემოვიდა მარნეულ-ბოლნისის კლასტერიდან. ქალბატონის ზოგადი მდგომარეობა, ამ ეტაპისთვის, არის დადებითი, ის გამოჯანმრთელებულია. ის რამდენიმე საათში დატოვებს კლინიკას. ამ ქალბატონის მდგომარეობა არათუ კრიტიკული, არამედ ზოგადი მდგომარეობა იყო ტერმინალური."-გნაცხადა რატიანმა.

ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკას კი დღეს კოვიდ-19 ინფექციით 3 ახალი დადასტურებული პაციენტი დაემატა. რომელთაგან ერთი 6 წლის ბავშვი და მისი მშობელია, რომლებმაც რამდენიმე დღის წინ თურქეთის საზღვარი გადმოკვეთეს, ხოლო მესამე ეროვნული ბანკის თანამშრომლის ოჯახის წევრია.

ბოლო მონაცემებით, კარანტინის რეჟიმში - 4908 ადამიანი იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 429, ხოლო გარდაცვლილთა რაოდენობა 3.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×