თამარ შუკვანი
10.04.2020

„დღეს მიმდინარეობს მარნეულისა და ბოლნისის მეორეჯერ შემოწმება, რადგან ვირუსს ახასიათებს შედარებით გვიანი გამოვლენა და ძალიან მნიშვნელოვანია ყველა პირი იყოს გამოვლენილი," - ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

მისი თქმით, დღეის მდგომარეობით ქვეყანაში დამაკმაყოფილებელი ვითარებაა. ამასთან, სადაც საჭიროება იქნება, მოხდება დამატებით საველე ჰოსპიტალის გაშლა.

„მარნეულში და ბოლნისში ჩატარდა უპრეცენდენტოდ შრომატევადი სამუშაო, სადაც ერთი ინფიცირებულიდან გამოვლენილი იქნა 150-ზე მეტი კონტაქტი. აქედან დადასტურებული აქვთ მხოლოდ 14-ს, რაც საკმაოდ კარგად შესრულებული სამუშაოს დამადასტურებელია.

„ზოგადი მზადყოფნა ქვეყანაში არის დამაკმაყოფილებელი. ამ ეტაპზე გვყავს 230 კოვიდ-დადასტურებული ინფექცია, საიდანაც 54 გამოჯანმრთელებულია. სამი -გარდაცვლილი. მნიშვნელოვანია ისიც, რომ გვყავს საყურადღებო და მძიმე პაციენტები, რომლებსაც ექიმები სათანადო ყურადღებას აქცევენ და ძალიან მნიშნელოვანია, რომ დაგვემატა ორი გამოჯანმრთელებული და მათი ჯამი 54-ს შეადგენს.

„ყველა იმ რეგიონში, სადაც საველე ჰოსპიტალის გაშლის აუცილებლობა იყო, მოვახდინეთ მყისიერად, რომლებიც მუშაობდნენ ცხელების კლინიკებიდან. შემდგომშიც, სადაც ამის საჭიროება დადგება, ასევე მოვახდნენ საველე ჰოსპიტლების გაშლას.დეტალურად გვაქვს შესწავლილი ჰოსპიტალური განვითარების ქსელი და ვმოქმედებთ იმ მოცემულობიდან, რომელიც ჩამოყალიბებულია უკვე წლების მანძილზე საქართველოში.

„გამოყოფილი გვაქვს სუსტი წერტილები, სადაც გაგვაჩნია და ასეთი რეგიონი საქართველოში რამდენიმეა. ამ რეგიონების გაძლიერება მოხდება, როგორც ადგილზე ცხელების ცენტრებად საველე ჰოსპიტლების გაშლით, ასევე მოხდება პაციენტების გადაყვანა მეზობელ რეგიონებში, სადაც უკეთესი მდგომარეობაა.

„ამ ეტაპზე სოციალური დისტანცირება ჟურნალისტებთან საკმაოდ კარგად მიმდინარეობს და ამიტომ ამ ჯგუფში არ მოიაზრებიან,თუმცა საჭიროებისშემთხვევაში ამას განვიხილავთ. რაც შეეხება ჯარსა და პოლიციას, მათ შემთხვევაში ტესტირება, თერმოსკრინინგი და დაკვირვება მუდმივად მიმდინარეობს. საჭიროების შემთხვევაში მათი სკრინინგი და ტესტირება გაგრძლედება," - აღნიშნა მინისტრმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×