თამარ შუკვანი
10.04.2020

„როდესაც საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, დაწესდა ვადა. ამ ვადის ამოწურვის მოახლოებასთან ერთად მსჯელობა კიდევ უფრო აქტიური იქნება. დღეს ეს მსჯელობა საწყის ეტაპზეა, მაგრამ აქტიური არ არის, რადგან ვადა ჯერ კიდევ აქვს. როგორც კი დრო მოახლოვდება, მსჯელობაც უფრო აქტიური გახდება და გადაწყვეტილება მიღებული იქნება ორი ფაქტორის გათვალისწინებით," - განაცხადა იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.

მისივე თქმით, ერთთვიანი საგანგებო მდგომარეობა, რომელსაც ვადა 21 აპრილს ეწურება, მისი გახანგრძილევის შესაძლებლობა ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე იქნება დამოკიდებული. ეს საკითხი დღის წესრიგში დგას, თუმცა ამის შესახებ მსჯელობა დღეს აქტიურად არ მიდის.

„გადაწყვეტილება მიღებული იქნება ორი ფაქტორის გათვალისწინებით, - ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა, სადაც პროფესიონალების აზრს გავითვალოსწინებთ, როგორც ეს აქამდე ხდებოდა და შემდეგ უკვე სხვადასხვა უწყებების მხრიდან წარმოდგენილი მოსაზრებები და საჭიროებები იმის მიხედვით, თუ რა არის ქვეყნისთვის საჭირო, რომ ასევე ეფექტურად გაგრძელდეს ვირუსთან ბრძოლა, როგორც ეს აქამდე ხდებოდა.

„ამასთან მხედველობაში იქნება მიღებული იმ კონკრეტულ დღეს საზოგადოების ქცევის მდგომარეობაც, რადგან თითოეული ჩვენი ქცევა მხედველობაშია მიღებული, როდესაც მთავრობა იღებს გადაწყვეტილებას. თუ ყველა უმკაცრესად იცავს წესებს, რომელიც გამოცხადებულია, იქ შეიძლება მთავრობას ჰქონდეს ერთგვარი მიდგომა. თუ წესებს იცავს მხოლოდ საზოგადოების ერთი ნაწილი და დანარჩენი არა, გადაწყვეტილება შეიძლება იყოს სხვაგვარი. ეს დღეს არის მხოლოდ ვარაუდები, სპეკულაციები," - აღნიშნა იუსტიციის მინისტრმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×