თამარ შუკვანი
10.04.2020

„მერე შეიძლება ასეთი დემნა გვასალიამ გამოუშვას, რადგან ასეთი რაღაცები მოსწონს... ასე რომ, ვიზუალსაც ვერაფერს ვუწუნებ," - განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ საქართველოში წარმოებული პირბადეების შესახებ საუბრისას.

მისივე თქმით, მთელი მსოფლიო განიცდის სამედიცინო პირბადეების დეფიციტს. ამასთან, აღნიშნა, რომ საქართველოში დამზადებული პირბადეები კარგად იცავს ადამიანს ვირუსისაგან.

„დღევანდელი თაობა ცოტა განებივრებულია პირბადეების ნაირსახეობებით, რომლებიც იყო ბაზარზე. მოგვეხსენება დღეს მსოფლიოში ყველგან დეფიციტია. გუშინ იაპონიის პრემიერ-მინისტრი რომ ვნახე, ამის დიზაინი აშკარად უკეთესია. ამას ერთ მხარეს, ცხვირის ადგილას აქვს მონიშნული, ანუ ვერ შეცვლი ისე, რომ არასწორად გაიკეთო. ასე რომ, ეს აშკარად წინ გადადგმული ნაბიჯია, ვიდრეც ჩვეულებრივი.

„ეს იცავს წვეთოვანი ინფექციებისგან ძალიან ეფექტურად. ეს (კოვიდ-19) არის წვეთოვანი ინფექცია. ჩვენ ექიმებს ვურჩევთ იხმარონ რესპირატორული პირბადე მხოლოდ იმ დროს, როდესაც ისინი ახორციელებენ პაციენტებთან ინტუბაციას, ანუ სადაც აეროზოლიზაციის რისკი არის მაღალი. დანარჩენ ყველა შემთხვევაში ეს ექიმმაც კი შეიძლება იხმაროს უპრობლემოდ, არათუ მოსახლეობამ," - ამის შესახებ იმნაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში განაცხადა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×