თამარ შუკვანი
10.04.2020

„მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ლენტეხის რაიონში ამოქმედდეს სრული კარანტინი, რაც გულისხმობს იმას, რომ ლენტეხში ამოქმედდება ზუსტად ის რეჟიმი, რაც მარნეულისა და ბოლნისის რაიონებშია. ეს გადაწყვეტილება განპირობებულია იმით, რომ შევზღუდოთ შიდა გავრცელება," - ამის შესახებ საგანგებო ბრიფინგზე რამდენიმე წუთის წინ პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა და პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა.

მისივე თქმით, ლენტეხის რაიონში იმოქმედებენ იმ პროტოკოლით, რაც ბოლინსსა და მერნეულშია შემოღებული, რომლის მიხედვითაც მუნიციპალიტეტში იკრძალება შესვლა-გამოსვლა და მოსახლეობა უზრუნველყოფილი იქნება საკვები პროდუქტით.

„საგანგებო მდგომარეობით განპირობებული შეზღუდვების გარდა, ლენტეხში იქნება აკრძალული შესვლა და გამოსვლა. მხოლოდ ადგილობრივ მოსახლეობას ექნება საშუალება, რომ გადაადგილდეს იმ საჭირო აუცილებლობისათვის, როგორიც არის საკვების და წამლების შეძენა ან სამედიცინო მომსახურეობის მიღება, თუმცა, მინდა აქვე ხაზი გავუსვა, რომ ისევე, როგორც ბოლნისისა და მარნეულის რაიონებში, სპეციალური პროტოკოლის გათვალისწინებით და სპეციალური რეჟიმის დაცვით, ამ რაიონის მოსახლეობას ექნება საშუალება აწარმოონ საგაზაფხლო სამუშაოები.

„ლენტეხის რაიონში იმოქმედებს ადგილობრივი მედია საშუალებები, ხოლო სხვა მედიასაშაულებებს, როგორც ბოლნისსა და მარნეულში, საშუალება ექნებათ გამოიყენონ საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ მოწოდება მასალა. ბოლნისისა და მარნეულის მსგავსად ლენტეხის რაიონის შესასვლელ და გამოსასვლელ პუნქტებს გააკონტროლებს შსს და თავდაცვის ძალები. უკვე დაწყებულია ადგილზე პროაქტიული თერმოსკრინინგი, რომელშიც მონაწილეობენ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები და სამედიცინო პერსონალი იღებს.

„მოხდება თითოეული მოქალაქის შემოწმება, შესაბამისად გამოვლენა. ამ ღონისძიებებმა ძალიან დადებითი ეფექტი გამოიღეს ბოლნისისა და მარნეულის შემთხვევაში. მოსახლეობა უზურნველყოფილი იქნება საკვები პროდუქტების თვალსაზრისით და ასრებული მექანიზმებით არ შეფერხდება საკვები პროდუქტის მიწოდება ლენტეხში. ამას კოორდინაციას გაუწევს საკოორდინაციო საბჭოს ოპერაციული შტაბი და პრემიერ მინისტრის მრჩეველი სოზარ სუბარი," - თქვა ჩიქოვანმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×