
ვერძი
მიზნის მისაღწევად არაფრის წინაშე არ დაიხევთ, გადააბიჯებთ ყველას და ყველაფერს, ხოლო თუ ხელში ჩაიგდებთ რაიმეს, ძნელი იქნება თქვენთვის მისი წართმევა.
კურო
ახალმა რომანტიულმა თავგადასავალმა და წინადადებამ შესაძლოა დაგაბნიოთ. გიჭირთ რეალობის აღქმა, იჩქარეთ, თორემ შანსი შესაძლოა უცბათვე გაქრეს.
ტყუპები
დღეს ნაყიდი ნივთები მეტად საჭირო და სასიკეთო იქნება თქვენთვის და რეალურად მართლაც სასარგებლო.
კირჩხიბი
დღეს თქვენ ყურადღების ცენტრში აღმოჩნდებით და კარგად წარმოაჩენთ თქვენს ნიჭსა და იდეებს. დიდი იქნება დაინტერესება ირგვლივმყოფთაგან.
ლომი
დიდია ცდუნება აჰყვეთ სხვის ჭკუას და უსარგებლო ნივთი ან საგანი შეიძინოთ, ნაკლებად ენდეთ რეკლამას და მოუსმინეთ მეგობრებს.
ქალწული
იყავით უფრო მოწესრიგებული და ორგანიზებული, შედეგად დარწმუნებული იყავით ყველაფერს იოლად გაუმკლავდებით.
სასწორი
იყავით ყურადღებით, არის ალბათობა მოულოდნელი ფული მიიღოთ. შესაძლოა იყოს ლატარია, შეიძლება იპოვნოთ კიდეც რამე.
მორიელი
ერიდეთ ფულის ხარჯვას, შესაძლოა უბრალოდ რაიმეს საყიდლად გასულს ცდუნება დაგეუფლოთ და უაზროდ, ფუჭად დახარჯოთ ფინანსები.
მშვილდოსანი
ნუ იქნებით მხოლოდ საკუთარი თავის იმედად, დასახული მიზნის მისაღწევად მეტი ინიციატივა და ძალები გჭირდებათ. იაქტიურეთ და დახმარება თანამოაზრეებს სთხოვეთ.
თხის რქა
ფრთხილად იყავით გრძნობებთან,თქვენმა მოჭარბებულმა ემოციურობამ შესაძლოა არასწორი ნაბიჯებისკენ გიბიძგოთ.
მერწყული
დღეს შეგიძლიათ შეიძინოთ საჭირო ნივთები, თქვენი წინდახედულობა და საზრიანობა სწორ არჩევანს გაგაკეთებინებთ და კმაყოფილებასაც მოგიტანთ.
თევზები
თქვენი პოზიტიური ემოციები გადამდები და თქვენს გარემოცვაში პოზიტიური მუხტის შემტანია. ირგვლივმყოფნი ლიდერად მოგიაზრებენ და საერთო საქმეში მთელს ინიციატივას თქვენ გითმობენ.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე