რეზონანსი
11.04.2020

ნათელმხილველმა ლელა კაკულიამ „პოსტივისთნ“ საქართველოში გავრცელებულ კორონავირუსზე და საყოველთაო კარანტინის რეჟიმზე ისაუბრა:

„მე ვიცი რასაც ვხედავ და ამ ხედვას რაც მოსდევს და რა თქმა უნდა, ასრულდება, ეს ფორმულა იყო ადამიანის გადარჩენილი ფორმულა. ვხედავ, რომ ეს გამოგონებულიც არის და იხსნის კაცობრიობას. მინდა გავახარო ჩემი ქართველები, რომ კორონას ინფექციას საქართველოში ვეღარ ვხედავ. ეს ინფექცია არ არის ისეთი მძაფრი, მუტაცია განიცადა 4 საფეხურზე და ასეთი საშიში და მომაკვდინებელი საქართველოს ტერიტორიაზე არ ვრცელდება, დამშვიდდით და ნუ აჰყვებით პანიკას.

მამას უყვარს საქართველო, ძალიან უყვარს. რწმენა გადაარჩენს საქართველოს. ყველაზე დიდი რწმენა და სისუფთავე ჩვენს პატარა ქვეყანაშია, ჩვენს ქართველებშია და ვიცი, რომ ყველა გადარჩება. ეს კარანტინი ჩაივლის. ძალიან კარგია, ადამიანის გონება ისვენებს. ამ კუთხით შეხედეთ ყველაფერს. არავითარი საშიშროება არ გელოდებათ.

მე ძალიან განვიცადე ჩვენი ემიგრანტების ასეთი რთული სიტუაცია, მაგრამ დავინახე ის, რომ ეხმარება მამა უფალი. სათითაოდ გამოიყვანს ყველას ასეთი მდგომარეობიდან. საქართველოს ენერგიები, რაც იცავს არის სასწაული და ამას ვერავითარი ძალა ვერ მოერევა“ – თქვა ლელა კაკულიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×