ტატა შოშიაშვილი
11.04.2020

საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და ოდესის ოლქის ყოფილმა გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა შესაძლოა ოდესის მერის თანამდებობისთვის იბრძოლოს. უკრაინული საინფორმაციო სააგენტო „უკრაინა.რუ"-ს ცნობით, მის კანდიდატურას სავარაუდოდ პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის პარტია „სლუგა ნაროდა" წამოაყენებს.

ამავე წყაროს ცნობით, უკრაინის ხელისუფლებიდან სააკაშვილს აღნიშნულ პოსტზე უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მოადგილე იულია კოვალივი ლობირებს, უშუალოდ ოდესაში კი ადგილობრივი ბიზნესმენები ანდრეი სტავნიცერი და ადნან კივანინი.

უკრაინაში ადგილობრივი არჩევნები 2020 წლის შემოდგომაზე უნდა ჩატარდეს. „უკრაინა.რუ"-ს ცნობით, ამჟამად მიხეილ საკააშვილი მოლაპარაკებებს აწარმოებს უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ოფისის წარმომადგენლებთან.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×