თამთა ჩაჩანიძე
11.04.2020

მთავრობის მიერ შექმნილი სპეციალური ვებ-გვერდ stopcov.ge-ზე ერთი უცნაური ცვლილება დაფიქსირდა. დაინფიცირებულთა რაოდენობა ერთით შემცირდა. შაბათს დილით ვებ-გვერდზე კოვიდ-19-ით დაინფიცირებულთა რაოდენობის გრაფაში 234 ადამიანი იყო მითითებული, თუმცა შუადღისთვის მონაცემები შეიცვალა და ინფიცირებულთა რაოდენობა ერთით შემცირდა.

პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე აცხადებს, რომ ამ ცვლილების მიზეზი ან ტექნიკური ხარვეზი იყო, ან ერთი კონკრეტული პაციენტის განმეორებითი ტესტირების შედეგი.

„შესაძლოა რაიმე ტექნიკური შეცდომა იყოს, ან, შესაძლოა, ეს განმეორებითი ტესტირების გამოც იყოს. მე არვიცი და არ მინდა ტყუილი გითხრათ, ან ადვოკატირება დავიწყო, მაგრამ, კიდევ ერთხელ შეგახსენებთ,რომ ჩვენ ეპიდემიასთან და პანდემიასთან გვაქვს საქმე და არა მათემატიკასთან, რომელიც რთულად სამართავი პროცესია. იქნება ხარვეზებიც, იქნება შეცდომებიც, მაგრამ ფაქტია,რომ კორონავირუსთან ბრძოლის ქართული სტრატეგია არის საუკეთესო და ამას ჩვენი თანამეგობრობის ნებისმიერი წარმომადგენელი აღიარებს, ამერიკის ელჩმაც აღიარა,რომ ქართული სტრატეგია საუკეთესოა.

„(ჟურნალისტებთან) თხოვნა მექნება, რომ ექიმებს კლინიკის კარებთან ნუ მოუწყობთ სასამართლოებს. აცადეთ, რომ იმუშაონ. ყველას გვინდა სასურველ შედეგებზე გავიდეთ და ნუ ჩაეძიებით მაინცამაინც, რომ მათემატიკურად სადღაც ციფრში ცდომილებაა.

„მე არ ვიცი ეს რა ცდომილებაა. შეიძლება იყოს ტექნიკური ხარვეზი, მაგრამ ფაქტია, რომ შედეგებით იზომება და პირველი ფაზა ჩვენ საუკეთესოდ გავიარეთ, მეორე ფაზაში ჩვენ გვაქვს საუკეთესო მზადება იმისათვის, რომ ყველაზე მძიმე, ანუ კრიზისული ფაზაც წარმატებით გავიაროთ და ყველასათვის სასურველი შედეგი დაიდოს", - განაცხადა ხუნდაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×