
„ჩვენ ისეთი გააწყვეტილება უნდა მივიღოთ, რომ რაც შეიძლება ნაკლები ხარვეზი და რაც შეიძლება ნაკლები დანაკარგი მიიღოს ქვეყანამ" - ამის შესახებ „რეზონანსთან" საუბრისას უმრავლესობის დეპუტატმა და პარლამენტის ბიუროს წევრმა გენადი მარგველაშვილმა განაცხადა.
ორშაბათს, 13 აპრილს პარლმენტის ბიუროს სხდომაა ჩანიშნული. საქართველოს მთელს ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის მოქმედების ვადა 21 აპრილს იწურება და, გავრცელებული ინფორმაციით, ხელისუფლება საგანგებო დგომარეობის გახანგრძლივებას 11 ან 18 მაისამდე გეგმავს.
მარგველაშვილი აცხადებს, რომ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე მთავარი საკითხი საგანგებო მდგომარეობის გაგრძელება-არგაგრძელება იქნება. თუმცა, მისივე თქმით, ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, თუ თითოეული მოქალაქე ხელისუფლების რეკომენდაციებს როგორ შეასრულებს.
„ბიუროს სხდომაზე მიმდინარე საკითხები განიხილება, რაც ძირითაად ალბათ კორონავირუსის პრევენციას და ამ მიმართულებით ჩვენი ქვეყნის დაცულობას ეხება. ასევე ეკონომიკის თვალსაზრისით სამომავლო გრძელვადიან პერსპექტივებში თუ როგორ შეიძლება, რომ პანდემიიდან რაც შეიძლება ნაკლები ზიანით გამოვიდეთ.
„საგანგებო მდგომარეობა გაგრძელდება თუ არა, ეს თითოეულ ჩვენგანზეა დამოკიდებული - თუ დირექტივებს როგორ ზუსტად და მკაფიოდ დავიცავთ. თუკი ჩვენ ამ დირექტივებს 100%-ით დავიცავთ, ფაქტიურად არაფერიც აღარ გვემუქრება და შესაძლოა ეს მოიხსნას. მაგრამ, სამწუხაროდ, ჩვეულება რჯულზე უმტკიცესიაო - ნათქვამია, ჩვევებს ძნელად გადავდივართ ხოლმე და სამწუხაროდ, ამ დაავადების ბუნებრივი გადამტანები ვხდებით, რაც ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან ცუდია,
„ბიუროზე განათლების მიმართულებითაც მაინტერესებს ზოგიერთი საკითხი, რომელიც შეიძლება ჩვენ დავსვათ, რაც საინტერესო იქნება და სამომავლო პერსპექტივებში ჩვენს ქვეყანას გააძლიერებს.
„ბიუროს სხდომაზე საგანგებო მდგომარეობის გაგრძელება-არგაგრძელებაზე საუბარი ალბათ იქნება. აბა, რისთვის ვიკრიბებით? ეს იქნება ძირითადი აუცილებელი საკითხი უნდა გაგრძელდეს თუ არა და ჩვენ ისეთი გააწყვეტილება უნდა მივიღოთ, რომ რაც შეიძლება ნაკლები ხარვეზი და რაც შეიძლება ნაკლები დანაკარგი მიიღოს ქვეყანამ", - განაცხდა მარგველაშვილმა.