რეზონანსი
11.04.2020

უგეზო მთვარეა 15:46 დან - დღის ბოლომდე; შესაბამისად ამ დროს წამოწყებული საქმეები დიდი ალბათობით შედეგს არ გამოიღებს, ასევე არ არის ამ დროს რეკომენდებული სამედიცინო მანიპულაციების ჩატარება.

ვერძი

შეეცადეთ გაერიდოთ კონფლიქტურ სიტუაციებს და ნუ დაუგებთ მახეს სხვებს, შესაძლოა თვითონ აღმოაჩნდეთ ამ მახეში მოგვიანებით.

კურო

იმოქმედეთ სწრაფად მაგრამ გონივრულად, დღე მოულოდნელ შესაძებლობებს მოგიტანთ, თქვენს მოხერხებაზეა დამოკიდებული რამდენად სასარგებლოდ გამოიყენებთ მათ.

ტყუპები

დღეს, შესაძლოა სამეგობრო წრე ან კოლეგები თქვენი გონივრულობითა და მოხერხებულობით გააოცოთ, საღამოს შესაძლოა აგაფორიაქოთ საზღვარგარეთიდან მიღებულმა ინფორმაციამ.

კირჩხიბი

დღეს, შესაძლოა თქვენი პროექტების რეალიზებისთვის ხელსაყრელი ადამიანები ან სპონსორი გამოჩნდეს. ამაში ახალი ნაცნობობა დაგეხმარებათ ამიტომ იყავით მაქსიმალურად კომუნიკაბელური.

ლომი

სასიამოვნო დღეა, გაერთეთ, დაისვენეთ, სოციალურ ქსელში შესაძლოა ძველმა ნაცნობობამ თავი შეგახსენოთ, რაც ძალიან გაგახარებთ.

ქალწული

ნუ ჩაერევით სხვების საქმეში, მოუფრთხილდით საკუთარ რეპიუტაციას და პირად საქმეებს მიხედეთ.

სასწორი

დღეს თქვენი გონივრულობითა და მჭერმეტყველებით ადვილად მოიზიდავთ მოკავშირეებს და ერთობლივად მეტად საინტერესო პროექტის განხორციელებას შეუდგებით.

მორიელი

შემოქმედებითი აღმაფრენის დღეა, შესაძლოა ისეთი იდეები და გეგმები დაისახოთ რომ ყველას აღმფრთოვანება და აღიარება დაიმსახუროთ.

მშვილდოსანი

ყველაფერი კარგად ჩაივლის, რადგან თქვენს გვერდით თქვენი ერთგული მეგობრები დგანან და ზურგს გიმაგრებენ.

თხის რქა

თავისუფლების შეგრძნებით გალაღებული და პოზიტიური იმედებით აღსავსე ხართ. დღეს თითქოს სხვა სამყაროში აღმოჩნდით.

მერწყული

ნუ შეგაშინებთ მოულოდნელი ცვლილებები ნურც ფინანსურ საკითხებში და ნურც პირად თუ საოჯახო ურთიერთობებში. ვარკსვლავები აშკარად გწყალობენ. იყავით ოპტიმისტი.

თევზები

პრაქტიკულად ყოველგვარი საქმიანებობა თქვენთვის დღეს კარგის მომტანია. კარგი დღეა ასევე ახალი ნაცნობობისა და კავშირებისთვის.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×