რეზონანსი
12.04.2020

ბრაზილიის ამაზონში მცხოვრებ ინდიელთა ტომში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. ინფორმაციას ავრცელებს AL Jazeera. ვირუსი გამოუვლინდა 15 წლის მცხოვრებს. იგი გადაიყვანეს ქალაქ ბოა-ვისტას საავადმყოფოში,რორაიმას შტატის დედაქალაქში,ბრაზილიის სამხრეთში. ისინი მეტად დაუცველნი არიან.

"მათ, იზოლირებული ცხოვრების გამო, არ შეუძლიათ იმ იმუნიტეტის გამომუშავება, რომლითაც კორონავირუსთან ბრძოლაა შესაძლებელი. შესაბამისად, ინდიელთა იანომამის ტომს ემუქრება გადაშენების საფრთხე. ჩვენ უკვე დავაფიქსირეთ ვირუსის პირველი შემთხვევა იანომამთა შორის და ეს ძალიან შემაშფოთებელია“, - აცხადებს ბრაზილიის ჯანდაცვის მინისტრი ლუის ენრიკე მანდეტა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×