
კვირას, ბზობის დღესასწაულზე, საგანგებო მდგომარეობისა და კორონავირუსის ეპიდემიის ფონზე, როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში დაფიქსირდა მოქალაქეთა მასობრივი შეკრება, რომლის დროსაც ზოგ შემთხვევაში არ იყო დაცული სოციალური დისტანცია. ეს განსაკუთრებით თვალში საცემი იყო უშუალოდ ბზის კურთხევის დროს. სოციალურ ქსელებში ამის ამსახველი ფოტოებიც გავრცელდა.
ექიმი-ინფექციონისტის ირაკლი ხმალაძის შეფასებით, კოვიდ-19-ის გავრცელებას და მის შემდგომ გამოვლენას შეუწყობს ხელს, თუკი შეკრებილთა შორის, მსუბუქი სიმპტომებით, ახალი კორონავირუსით ინფიცირებული ადამიანი ერია.
„როდესაც ლაპარაკია პანდემიურ ან თუნდაც, ეპიდემიურ მდგომარეობაზე, მნიშვნელოვანია ინფექცია კონტროლირებადი იყოს, რაშიც იგულისხმება, რომ არ გავრცელდეს ინფექცია.
„თუ ის ადამიანები, ვინც შეიკრიბნენ, ჯანმრთელები იყვნენ და მათ შორის ინფიცირებული ადამიანი არ იყო, რა თქმა უნდა, ასეთი შეკრების საბოლოო შედეგიც ნორმალური იქნება. მაგრამ ვაითუ მათში იყოს ის უსიმპტომო ფორმები, ანდა უბრალო გრიპის გამოვლინების მქონე ადამიანი, რომელიც თავს არ მიიჩნევს ავამყოფად? სწორედ ასე ხდება... მარნეულში მეტი კი არაფერი მომხდარა.
„სოციალური თვითშეგნება ძალიან მნიშვენლოვანიაა. რეალურად შანსი იმისა, რომ გავრცელდეს ინფექცია, სწორედ ასეთი შეკრებების შემდეგ უფრო მეტია, ვიდრე ამის გარეშე. დაუნდობლად უნდა ვებრძოლოთ კანონის დარღვევას. ასეთი უბრალო შემთხვევისგან, როგორც ნაკვერჩხლისგან ცეცხლი აგიზგიზდება და ერთი დაგდებული სიგარეტით შეიძლება ტყე დაიწვას, ამ შემთხვევაშიც ასე ხდება," -აღნიშნა ხმალაძემ „რეზონანსთან".