რეზონანსი
12.04.2020

ესპანეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში ბოლო დღე-ღამის მანძილზე კორონავირუსით 619 ადამიანი გარდაიცვალა, რაც 109-ით მეტია შაბათის მონაცემთან შედარებით. ამგვარად, ესპანეთში გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 16 972 შეადგინა.

ქვეყანაში ბოლო 24 საათში ინფიცირების 4 167 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რითაც დაავადებულთა საერთო ოდენობამ ესპანეთში 166 019-ს მიაღწია.

ქვეყანაში ვირუსისგან 62,391 ადამიანი განიკურნა.

ესპანეთი მსოფლიოში ინფიცირებულთა რაოდენობით, აშშ-ის შემდეგ, მეორე ადგილზეა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×