
„ნაციონალური მოძრაობის" წევრი ნიკა მელია მიიჩნევს, რომ კომენდანტის საათი უნდა გაუქმდეს. უმრავლესობის წევრის რევაზ არველაძის თქმით, ეს მოწოდება ხელისუფლების მიმართ ნეტაგიური განწყობის ჩამოყალიბებას ემსახურება, რადგან ოპოზიციონერი ლიდერები თვლიან, რომ ქვეყანაში რაც უფრო ცუდად იქნება საქმე კოვიდ-19-ის გავრცელების მიმართულებით, მათთვის უკეთესია.
ნიკა მელია აცხადებს, რომ 21 აპრილს სრულდება საგანგებო მდგომარეობა, კომენდანტის საათის ჩათვლით და მთავრობა სავარაუდოდ მისი გაგრძელების წინადადებით მიმართავს პარლამენტს. მისივე შეფასებით, ხელისუფლება დღემდე ვერ პასუხობს კითხვას, თუ რას ემსახურება კომენდანტის საათი და რა მხრივ აფერხებს ვირუსის გავრცელებას.
რევაზ არველაძე „რეზონანსთან" კომენდანტის საათის მუშაობის ეფექტსა და მიზანზე საუბრობს. მისი თქმით, კომენდანტის საათის შემოღებიდან დღემდე ეს ფაქტორი ვირუსის გავრცელების შესაძლებლობას მკვეთრად ამცირებს.
„კომენდანტის საათსაც რამდენი არღვევს და ეს რომ არ იყოს, ძალიან დიდი შანსის იქნება, რომ ვირუსი უფრო გავრცელდეს, ვიდრე დღეს ვრცელდება.
„ამ მგონია, რომ დღეს საჭირო იყოს კომენდანტის საათი გაუქმება, ამის გაუქმების დრო დადგება არც ისე გვიან. როგორც სპეციალისტები ლაპარაკობენ, მაისის დასაწყისში გადალახული იქნება ის ძირითადი სიმძიმეები და პრობლემები და შემდეგ შეიძლება გაუქმდეს.
„ვხედავთ უმრავლეს ქვეყნებში რა სისწრაფით ვრცელდება ეს ვირუსი. თან ბევრ ქვეყანაში, მაგალითად აშშ-ში, პიკს მიღწეული კი არა, ყოველდღიურად მატებაა, მათ შორის სიკვდილიანობის. სხვა ქვეყნეთან შედარებით უპირატესობა გვაქვს, რადგან ის ღონისძიებები, რომელიც გასატარებელია, ჩვენზე ბევრად გვიან დაიწყეს.
„ნაციონალური მოძრაობა" არც მალავს, რომ მათი მიზანია რაც შეიძლება ბევრი და დიდი ზიანი მიაყენონ ხელისუფლებას. ეს მოწოდებაც იქითკენ არის. თვლიან, რომ რაც უფრო ცუდად იქნება საქმე, მათთვის იქნება კარგად და ცდილობენ საკრიტიკო გახდეს ხელისუფლება, რომ არასწორი ნაბიჯები გადადგა და ა.შ." - აღნიშნა არველაძემ.