

კორონავირუსის ფართოდ გავრცელებასთან ერთად მკურნალ ექიმებს სულ მეტი ინფორმაცია უგროვდებათ ამ მომაკვდინებელი ვირუსის შესახებ.
როგორც პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორი ლევან რატიანი აცხადებს, დაინფიცირებულები მძიმე პნევმონიის განვითარების ფონზე, ხშირად ვერც კი გრძნობენ ორგანიზმში ჟანგბადის კონცენტრაციის მკვეთრ დაცემას. ამიტონ სტაციონარებში ექიმები იძულებულნი არიან მუდმივად აკონტროლონ პაციენტების მდგომარეობა, მათ შორის გაზომონ სისხლში ჟანგბადის შემცველობა.
მაგრამ უფრო საგანგაშო შეიძლება იყოს იმ დაავადებულთა მდგომარეობა, რომლებსაც სიმპტომები გამოუვლინდათ, მაგრამ სახლში იმყოფებიან. მათ შეიძლება ვერც კი იგრძნონ, რომ სუნქვის მძიმე უკმარისობია და პრევმონია უვითარდებათ. ხოლო მათი დაგვიანებული ჰოსპიტალიზაცია კი შეიძლება ლეტალური შედეგით დასრულდეს.
სახლის პირობებში კი ორგანიზმში ჟანგბადის კონცენტრაციის რეგულარულად გასაზომად აუცილებელია ოქსიმეტრი (პულსოქსიმეტრი), ანუ იგივე პულსური ოქსიმეტრი. მისმი ღირებულება გასულ თვეს საქართველოში სულ რაღაც 50-90 ლარი იყო.
სპეციალისტების განცხადებით, პულსოქსიმეტრი ზოგადად სისხლში ჟანგბადის გაჯერებას განსაზღვრას და მას სისხლში ჟანგბადის შემცველობის დასადგენადაც იყენებენ. ადამიანისთვის ნორმა 95-100% შეადგენს. თუ მაჩვენებელი 92%-ზე დაბალი ჩამოვა, ეს უკვე განგაშის ნიშანია და ინფიცირებულებმა სასწრაფოდ ექიმს უნდა მიმართოს.