თამარ შუკვანი
12.04.2020

სამების საკათედრო ტაძარში მრევლს ვნების შვიდეულის ღვთისმსახურებათა განრიგი გააცნეს, საიდანაც ჩანს, რომ ზოგიერთი სადღესასწაულო რიტუალი კომენდანტის საათის მოქმედების პერიოდს ემთხვევა. მაგალითად, შაბათს 22:00 საათზე წაკითხული იქნება შუაღამის ჟამი, პატრიარქი ილია მეორე სამების საკათედრო ტაძარში 23:00 საათზე მიბრძანდება. ამას გარდა, ცნობილია, რომ აღდგომის წმინდა ცეცხლს იერუსალიმიდან თბილისის აეროპორტშიღამის 11 საათის შემდეგ ჩამოიტანენ.

იქნება თუ არა დაშვებული გამონაკლისი აღდგომის წინა ღამეს, ამაზე ხელისუფლების წარმომადგენლებს კომენტარი ჯერ არ გაუკეთებიათ.

ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე მიიჩნევს, რომ, სავარაუდოდ, ეკლესიის ეს გადაწყვეტილება ხელისუფლებასთან წინასწარ იყო შეთანხმებული აღდგომის წინა ღამეს კომენდანტის საათის მოქმედების თვალსაზრისით გარკვეული გამონაკლისები იქნება დაშვებული.

„აქამდე ძალიან ხშირად ჰქონდათ კონტაქტი და სავარაუდოა, რომ არც ახლა არიდებენ თავს კონტაქტს. აქედან გამომდინარე, სავარაუდოა, რომ ესეც შეთანხმებულია. ღამის გადაადგილების რეჟიმს თან გამონაკლისები ახლავს და ასეთი გამონაკლისები დაშვებულია იმ ადამიანებზე, ვისი გადაადგილებაც სახელმწიფოს მიაჩნია, რომ აუცილებელია. ეს იქნება ექიმი, მეხანძრე თუ ვინმე სხვა - უამრავი სპეციალობის ხალხს ეხება ეს გამონაკლისი. შეიძლება ანალოგიური გამონაკლისია ამ შემთხვევაში დაშვებული.

„არ მგონია კომენდანტის საათის საერთოდ გაუქმება მოხდეს, რადგან ამან შეიძლება (ეპიდემიის გავრცელების) ტალღა გააჩინიოს და წყალში გადაიყაროს ამდენი ხნის, ცალკე ხელისუფლების, ეკლესიისა და მრევლის მოთმინება და სირთხილე," - აღნიშნა საყვარელიძემ „რეზონანსთან" საუბრისას.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×