
ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ლენტეხის მუნიციპალიტეტი მესამე დღეა ჩაკეტილია. ლენტეხის რაიონში მოქმედებენ იმ პროტოკოლით, რაც ბოლინსსა და მერნეულშია შემოღებული, რომლის მიხედვითაც მუნიციპალიტეტში იკრძალება შესვლა-გამოსვლა. გადაწყვეტილება მიღებულ იქნა მას შემდეგ, რაც 53 წლის მამაკაცს კოვიდ-19 დაუდასტურა. დაინიფიცრებულს რამდენიმე ათეულ ადამიანთან ჰქონდა კონტაქტი და ამ დროისთვის ყველა კონტაქტი გამოვლენილია.
53 წლის მამაკაცს ცაგერში 17 პიროვნებასთან, ხოლო ლენტეხში 34-თან ჰქონდა შემხებლობა. ამ ადამიანების იდენტიფიცირება უკვე მოხდა და ყველა მათგანი განსაკუთრებული მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება. ამასთან, 12 აპრილიდან ლენტეხში მოსახლეობის სრული თერმოსკრინინგი დაიწყო.
„რეზონანსი" ლენტეხის რაიონის მცხოვრებს ესაუბრა, რომლესაც 53 წლის კაცთან უშუალო შემხებლობა ჰქონდა.
„მოსახლეობაში ალბათ იმდენად არა, მაგრამ ჩვენთან, ვისთანაც უშუალო კონტაქტი ჰქონდა, ასეთი კი საკმაოდ ბევრნი ვართ, ნამდვილად პანიკაა. მკაცრ თვითიზოლაციაში ვართ, მაგრამ იმაზე ვდარდობ და იმ კონტაქტებს ვიხსენებ, რომელიც 53 წლის მამაკაცის სტუმრობის შემდეგ მქონდა.
„ლენტეხში ისედაც არ ჩქეფს ცხოვრება ისე, რომ ახლა ძალიან დატყობოდა კომენდანტის საათი. საკვებით მომარაგებაც ჩვეულ ტემპშია. ახლა მთავარია როგორია გავრცელება და მარნეულის და ბოლნისის მაგალითიდან გამომდინარე, დიდი იმედი მაქვს, რომ ვინც გვნახა, ყველას არ გადაგვდო" - ამბობს ინიფიცირებულთან უშუალო კონტაქტში მყოფი პირი „რეზონანსთან" საუბრისას.