რეზონანსი
12.04.2020

161-ე საჯარო სკოლის პედაგოგი, ნუნუკა სიჭინავა, სოციალურ ქსელში „პრაიმტაიმში" გამოქვეყნებულ სტატიას ეხმიანება.

სტატიაში მოთხრობილი იყო ყარაჯალელი ბიჭის ისტორია, რომელმაც კომენდანტის საათის დროს შეყვარებულს ხელი სთხოვა. პოლიციამ ის და მისი 7 მეგობარი საგანგებო რეჟიმის დარღვევის გამო 21 000 ლარით დააჯარიმა.

როგორც პედაგოგი წერს, სტატიის წაკითხვის შემდეგ ყარაჯალელ ბიჭს დაუკავშირდა. როგორც პედაგოგი აღნიშნავს, ბიჭი ძალიან წესიერი ადამიანია. მის შესახებ დეტალები გამოიკითხა და გაარკვია საბანკო ანგარიშის ნომერი.

ძალიან ბევრმა ადამიანმა გამოთქვა სურვილი ახალგაზრდას დაეხმაროს და ჯარიმის გადასახდელი თანხა შეუგროვოს.

„მოკლედ დღეს დავუკავშირდი სიძეს, რომელიც დააჯარიმეს ყარაჯალაში.

ძალიან წესიერი ადამიანი აღმოჩნდა. ბანკის ანგარიში ვთხოვე. ასე მითხრა, არა მგონია, ჩემთვის ვინმე შეწუხდესო.

გული მომიკვდა. ამხელა სიხარულის მაგივრად, ამდენი საფიქრალი დაემატა.

არის ყურბანოვი რათხანი 20001068796 ეს მისი პირადი ნომერია, საქართველოს ბანკში აქვს ანგარიში.

ძალიან ბევრმა გამოთქვა დახმარების სურვილი. ამიტომ გავიგე და დავდე ამ ბიჭის ანგარიშის ნომერი. აქვს ფეისბუქი და შეგიძლიათ იქიდანაც დაუკავშირდეთ.

ვისაც რამდენი შეგიძლიათ 1,2,3,5,10 .....გადაურიცხეთ „სიყვარულს". ერთად გავაკეთოთ კარგი საქმე",- წერს ნუნუკა სიჭინავა სოციალურ ქსელში.

“პრაიმტაიმი“

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×