რეზონანსი
12.04.2020

ვერძი

ენთუზიაზმით სავსე ხართ. იზრუნეთ რომ ყოველი დაწყებული საქმე ბოლომდე მიიყვანოთ, წინააღდეგ შემთხვევაში თქვენი კეთილი ზრახვები არაფრისმომტანი იქნება.

კურო

დიახ, იფიქრეთ სარგებელზე, მაგრამ შეეცადეთ წყენა და ზიანი არ მიაყენოთ სხვებს და მაშინ ვარსკვლავებიც მხარს დაგიჭერენ.

ტყუპები

დიდია ალბათობა საქმიან სფეროში დაბრკოლებებს გადაეყაროთ. შეეცადეთ შეცვალოთ მოქმედების გეგმა, მიზნის მისაღწევად შეიტანეთ რაიმე განსხვავებული ხედვები.

კირჩხიბი

შესაძლოა სხვადასხვა წვრილმანი პრობლემების გამო მოუსვენრობა, შფოთი დაგეუფლოთ და გადაიღალოთ. იზრუნეთ კარგ განწყობაზე და ჯანმრთელობაზე.

ლომი

შესაძლოა თქვენმა შინაგანმა ხმამ სიახლეებისკენ გიბიძგოთ, ეძიეთ შთაგონება წარსულში, ჩაუღმავდით საკუთარ თავს და იპოვნით იდეას, რომელიც დიდი ძალებითა და ენერგიებით დაგმუხტავთ და ახალ ჰორიზონტებზე გაგიყვანთ.

ქალწული

შესაშური ენერგია ბევრ სასიკეთო საქმეში წაგადგებათ, ეს დღე შედეგიანი იქნება ფინანსური საქმეებისთვისაც.

სასწორი

არის ალბათობა რაიმე სერიოზული საქმე შემოგთავაზონ, რომელიც საკმაოდ მომგებიანი იქნება და სამომავლოდაც პერსპექტიული.

მორიელი

იყავით წინდახედული და ნუ გამოეკიდებით საქმეს, რომელიც სირთულეებს მოგიტანთ და წამგებიანიც შეიძლება აღმოჩნდეს.

მშვილდოსანი

თუ გინდათ შეინარჩუნოთ ირგვლივმყოფ ადამიანებთან კარგი ურთიერთობები, მოთოკეთ თქვენი ამბიციები და ანგარიში გაუწიეთ მათ მოთხოვნებსა და სურვილებს.

თხის რქა

იყავით უფრო გულღია პარტნიორებთან და ნუ მოახდენთ თქვენი ამბიციების დემონსტრირებას, პატივი ეცით სხვათა შრომასა და თქვენდამი ნდობას.

მერწყული

ჩვეულ რიტმში მიჰყევით მოვლენებს, ახლა სიმშვიდე თავდაჯერებულობა და პოზიტივი ყველაზე სასიკეთო იქნება თქვენთვის.

თევზები

არის ალბათობა რამდენიმე პერსპექტიული წინადადება შემოგთავაზონ და მოგიწიოთ არჩევანის წინაშე დადგომა - შეგიძლიათ თამამად იმოქმედოთ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×