თამარ შუკვანი
13.04.2020

გაჩნდა მოსაზრება, რომ ახალი კორონავირუსის გამო ქვეყანაში ერთთვიანი საგანგებო მდგომარეობა თუკი ორი კვირით გახანგრძლივდა, ეს საზოგადოებაში უკმაყოფილებას და გარკვეული პროტესტის საფუძველს შექმნის, რამაც შეიძლება, როგორც ეკონომიკურ, ასევე პოლიტიკურ აფეთქებამდე მიგვიყვანოს.

ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია „რეზონანსთან" საუბრისას ამბობს, რომ პოლიტიკური და სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის კუთხით, საკმაოდ ცუდ შედეგამდე მივალთ, თუკი ესა თუ ის შეზღუდვა, რომელიც დღეს მნიშვნელოვან როლს არ ასრულებს, არ გაუმქდება. საბოლოოდ კი, მოსახლების უკმაყოფილება მოქალაქეობრივ უკმაყოფილებასა და პოლიტიკურ პროცესში გადავა.

„ძალიან ბევრი პრობლემა არის წინ, რაც შეიძლება ცუდად მოუტრიალდეს ქვეყანას, თუკი პროცესი არ გადავა მიზნობრივ აკრძალვებზე. აკრძალვების ასე გლობალურად დატოვება არ უნდა მოხდეს ქვეყნის მასშტაბით. ჩვენ ქვეყანაში არასოდეს ყოფილა სოციალური ბუნტი. ან, ამ პირობებში როგორ უნდა წავიდეთ, არ ვიცი. ჩვენ ტოტალიტარულ სახელმწიფოდ ვიქეცით, ისეთ შრეებში ერევა სახელმწიფო და იმდენად შერჩევითი სამართლით უდგება პროცესს, თანაც არაფრის უფლება არ არსებობს.

„შეიძლება გარკვეული შეკავება მოხდეს, მაგრამ შემდეგ რა იქნება, თქმა რთულია. საზგადოებრივი ნეგატივი გაიზრდება, თუმცა, ხელისუფლება შეეცდება, რომ ჯანმრთელობის დაცვის მოტივით შეაკავოს - სოცილაური ბუნტი ვერ იქნება, რადგან არ არსებობს შეკრების უფლება, მოსახლეობის დათრგუნვისა და დიქტატის რეჟიმში თუ წავა.

„თუ კარანტინი გაგრძელდება, შინაგანი ნეგატივი და უკმაყოფილება გაგვეზრდება. როდესაც ხელისუფლება მოსახლეობას სრულად უკრძალავს თავისუფლებას, აქტივობას, მთელი ეს ვალდებულებები ხელისუფლებაზე გადადის.

"კარანტინი უნდა გახანგრძლოვდეს მიზნობრივად, ხელისუფლება მიზნობრივი შეზღუდვების რეჟიმზე უნდა გადავიდეს და არა იგივე მოცემულობის დატოვებაზე, - ერთ ოჯახს ერთად გადაადგილების შესაძლებლობა არ აქვს, ონლაინ გაყიდვების პრინციპი უნდა აღდგეს.

„არსებობს შერჩევითი დამოკიდებულება. ხალხის გარკვეულ ნაწილს შეკრების უფლება აქვს, დანარჩენებს არა. ვიღაცას შეუძლია კომენდანტის საათი დაარღვიოს, ვიღაცას აჯარიმებენ. კარანტინის ორი კვირით გახანგრძლივაში კი არაა პრობლემა, არამედ ის, რომ ხელისუფლებას მოსწონს ეს რეჟიმი. მოეწონა, რომ სრული ძალაუფლების რეჟიმშია და მოქალაქეებს არ აქვს ხელისუფლებაზე კონტროლის განხორციელებისა და წინააღდეგობის გაწევის საშუალება.

„პრაქტიკულად ნულოვანი უფლებები დაგვრჩა. ამ დინამიკის უფრო მეშინია, ვიდრე იმის, რომ ორი კვირა გადაიდოს საგანგებო მდგომარეობის გაუქმება. ხელისუფლების კმაყოფილება უფრო მაშფოთებს იმით, რა გარემოც შექმნა. ეს ყველაფერი რომ მოეშვება, თავისუფლების გამოხატვა გადავა პოლიტიკური პროცესსა და მოქალაქეობრივ პროტესტში, რაც შეიძლება შემდეგ გაჩნდეს ბევრი მიმართულებით.

„ხელისუფლებას მოსწონს თვითფავორიტობის განცდა. დრო და დრო საერთაშორისო მედიასაშუალებებში სტატიები ჩნდება საქართველოს ხელისუფლების შემქები, რომელიც კაცმა არ იცის, საიდან გაჩნდა. ეს ორი კვირით გადადება უნდა იყოს მოტივირებული და ახსნილი, რატომ გადადის ყველა აკრძალვა ორი კვირით მაშინ, როდესაც ეს აკრძალვები დღესაც არ უნდა არსებობდეს.

„შეიძლება ის ფაქტი უფრო მივიღო, რომ ერთი თვით გაახანგრძლივონ საგანგებო მდგომარეობა და ფრაგმენტული კარანტინი - ზოგან შეიძლება უფრო გაამკაცრონ კიდევაც, ეს ჩემთვის, როგორც მოქალაქისთვის უფრო მისაღებია, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლება მიზნობრივად მიუდგება," - აღნიშნა გამზარდიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×