
ჟურნალისტი ლალი მოროშკინა შემდეგი სახის მიმართვას აქვეყნებს:
“არ მინდოდა ამის დაწერა, მაგრამ დავწერ!!!
დღეს მხოლოდ იდიოტი მეგულება, რომელიც უბრალოდ “დაკატაობს” ქალაქში და მორჩით ამ თემით სპეკულირებას და მანქანებით სავსე ქუჩების ჩვენებას!
იცით, თუ არა, რომ კარანტინის რეჟიმის უფრო გამკაცრების პირობებში რამდენი ადამიანი დარჩება მშიერი?
მე და ჩემი მეგობრები ყოველ დღე გავდივართ,მინიმუმ 20 ოჯახს ვაპურებთ, პატარა ჯგუფებად ვმუშაობთ, უბრალოდ, ზოგიერთებივით ყველაფერს აქ არ ვდებთ!
მორჩით ამ უსასრული ეგოიზმს!
"კოვიდის" გარდა, მილიონი სახვა პრობლემაა, მათ შორის მშიერი მოხუცები და ბავშვები!!!
ადექით და გაუყავით თქვენი პური, თქვე კლავიატურის ლომებო!
ახლაც ორთაჭალის ავტოსადგურზე მივდივარ, რომ საბერძნეთიდან გამოგზავნილი მორიგი ტვირთი გავუტანო გათანგულ ექიმებს!
P.S. მინიმუმ საკუთარ სასტუმროში, სიღნაღში შემეძლო მხარ-თეძოზე წამოკიტრიალება! ეს ისე, ვირეშმაკების გასაგონად!” – წერს მოროშკინა.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე