
კვირის ასტროლოგიურ პროგნოზზე (13-19 აპრილი) ქართველმა ასტროლოგმა მიხეილ ცაგარელმა ტრადიციულად „იმედის დილაში" ისაუბრა. ცაგარელის თქმით, იწყება ყველაზე რთული კვირა, რაც აღნიშნული თვის მთავარი მოვლენაა.
"რასაც ამბობდნენ ექიმები და ასტროლოგები, ჩვენ გველოდება გამძაფრება, ეგრეთწოდებული მესამე ტალღა და პიკი. იყო ლაპარაკი სწორედ აპრილის მეორე ნახევარზე, ეს მეორე ნახევარი იწყება დღეიდან ანუ 13-დან, მაქსიმუმ 25 რიცხვამდე, სირაქლემის როლს ვერ ვითამაშებ, ყველას ვთხოვ, პანდემიის გაძლიერების ტენდენცია მსოფლიოში მატულობს და ჩვენთანაც, მაისიდან დაიწყებს კლებას, ამიტომ მაისიდან ამოვისუნთქებთ. იქ სერიოზული პროცესები იწყება, დადებითი და რაღაც რეგულაციები მოიხსნება, მაგრამ იქამდე კიდევ ერთი კოსმიური გამოცდა გვაქვს, დაახლოებით 10-დღიანი მონაკვეთი. 23-ში დასრულდება ახალმთვარეობაზე და შემდეგ ნელ-ნელა დაიწყებს კლებას", - განაცხადა ასტროლოგმა.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე