
მაინის ფრანკფურტში საქართველოს გენერალური კონსული, ლევან დიასამიძე საგანგებო ინფორმაციას აქვეყნებს. მისი თქმით, გერმანიაში მოღვაწე ქართველი ექიმი მარიამ ჭყონია საქართველოში დაბრუნდა, რათა პანდემიის დროს, თავის სამშობლოს დაეხმაროს.
„მეგობრებო, ამ გოგოს მთელი საქართველო უნდა იცნობდეს - მარიამ ჭყონია!!! კიდევ ერთი მიზეზი, რომ ამაყი ვიყოთ ქართველი ერით! კიდევ ერთი ახსნა, თუ როგორ ახერხებს მცირერიცხოვანი ქართველი ერი ათასწლეულების გამოწვევებს გაუძლოს! მეგობრებო, ლიუბეკის ინფექციური სნეულებებისა და მიკრობიოლოგიის განყოფილების ექიმი მარიამ ჭყონია, არსებული ვითარებიდან გამომდინარე, დაბრუნდა გერმანიიდან საქართველოში, რომ დაეხმაროს ქართველ კოლეგებს და საქართველოს მოსახელეობას!
მარიამ ჭყონია, პატივი იყო თქვენი გაცნობა! ასეთი ადამიანები გვაძლევენ სტიმულს და სანიმუშონი არიან!
მარიამ, დიდი მადლობა ყველაფერი კარგად იქნება!“ , – წერს კონსული.