რეზონანსი
14.04.2020

მსახურებაზე, რომელსაც კორონავირუსით დაინფიცირებული სასულიერო პირი ესწრებოდა, სხვა სასულიერო პირებიც იმყოფებოდნენ.

ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს" საპატრიარქოს პრესსამსახურის უფროსმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ განუცხადა.

მისივე თქმით, სასულიერო პირი იოანე ღვთისმეტყველის ტაძრის წინაძღვარი არაა, თუმცა, ის მსახურებაზე ეკლესიაში რამდენიმე დღის წინ იმყოფებოდა.

ცნობისთვის, კორონავირუსით ინფიცირებული სასულიერო პირი რესპუბლიკური საავადმყოფოდან ბოჭორიშვილის კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც მისი ოჯახის წევრები არიან მოთავსებული.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×