რეზონანსი
14.04.2020

ჟენევაში გამართულ პრესკონფერენციაზე, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორმა, ტედროს გებრეიესუსმა განაცხადა, რომ ახალი კორონავირუსი 10-ჯერ უფრო მომაკვდინებელია, ვიდრე ღორის გრიპი, რომელსაც ასევე უწოდებენ H1N1, რამაც 2009 წელს გლობალური პანდემია გამოიწვია.

"ჩვენ ვიცით, რომ COVID-19 სწრაფად ვრცელდება და ვიცით, რომ ის სასიკვდილოა, 10-ჯერ უფრო სასტიკი, ვიდრე 2009 წლის გრიპის პანდემია". - განაცხადა ტედროს გებრეიესუსმა.

მისი თქმით, ვირუსის შეჩერებას დიდი დრო სჭირდება, რადგან იგი ნელი ტემპით იკლებს.

ჯანმოს ინფორმაციით, ახალი კორონავირუსის ვაქცინის შექმნას, დაახლოებით, 12-18 თვე დასჭირდება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×