რეზონანსი
14.04.2020

მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, თსუ-ის მედიცინის ფაკულტეტის დეკანის მოადგილე დიმიტრი

კორძახია საქართველოში დამზადებული პირბადის ხარისხის შესახებ Facebook-ზე წერს.

მეცნიერმა პირბადის შემადგენლობა მიკროსკოპულად შეისწავლა.

მეცნიერი სოციალურ ქსელში წერს, რომ პირბადე საუკეთესოდ იცავს ვირუსისგან ადამიანს.

მიკროსკოპში დაკვირვებამ აჩვენა, რომ ქართული მარლის ძაფის სისქე შეადგენს დაახლოებით 80 მიკრონს (ამასთანავე, ის საკმაოდ „ბუსუსიანია"), ხოლო მარლის ფანჯრის შიდა კვადრატის (ე.წ. გამავალი ფანჯრის) გვერდის ზომა არ აღემატება 480-500 მიკრონს.

წვეთის ზომა, რომელშიც „ზის" Covid19 ვირუსი აღემატება 5 მიკრონს და მერყეობს ფართო ფარგლებში (ხშირად 100 მიკრონი და მეტია).

“ქართული წარმოების პირბადე შეიცავს 12 ფენა მარლას. ამ ფენების ძაფების ურთიერთგადაფარვის შემთხვევაში, პრაქტიკულად არ რჩება 5 მიკრონის ზომის ნაპრალი. ალბათობის თეორიის სპეციალისტებს ვთხოვ, დაგვიანგარიშონ სხვადასხვა ზომის ნაპრალების დარჩენის შესაძლებლობის სიხშირე. ამდენად, ქართული წარმოების პირბადე მაინც იცავს!“- წერს მეცნიერი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×