რეზონანსი
14.04.2020

არის ასეთი მოსაზრება, რომ კორონავირუსის პანდემიის მეორე ტალღა შემოდგომაზე დაიწყოს, თუმცა ამას მეცნიერთა უფრო ნაკლები რაოდენობა უჭერს მხარს, - ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ინფექციონისტმა "იმედის" ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, შემოდგომაზე კორონავირუსს პანდემიის სახით აღარ უნდა ველოდოთ და ამ ვირუსით დაინფიცირების მხოლოდ ერთეული შემთხვევები იქნება.

გოგინავამ ასევე აღნიშნა, რომ პანდემია სავარაუდოდ მაისის შუა რიცხვებიდან დაიხევს უკან, როგორც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, ისე საქართველოშიც.

„რთულია პროგნოზის გაკეთება იმაზე, მოსალოდნელია თუ არა კორონავირუსიის პანდემიის მეორე ტალღა შემოდგომაზე. შეიძლება სეზონურად ადამიანების დაინფიცირება მოხდეს ამ ვირუსით, მაგრამ არა იმ სახით, როგორც ახლა, ანუ პანდემიის სახით.

იქნება სპორადული დაინფიცირება ანუ ერთეული შემთხვევები, ხოლო ვაქცინის შექმნა უზრუნველყოფს დარჩენილი პოპულაციის იმუნიზაციას.

აქედან გამომდინარე მეორე ეტაპსა და პანდემიის ტიპით დაავადების ხელმეორედ გავრცელებას შემოდგომაზე არ ველოდებით", - განაცხადა ალექსანდრე გოგინავამ "იმედის" პირდაპირ ეთერში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×