რეზონანსი
14.04.2020

საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე, კორონავირუსით ინფიცირებულ პირთან დაკავშირებით, რომელიც საპატრიარქოს შესასვლელს იცავდა, განმარტებას ავრცელებს.

როგორც ჯაღმაიძე სოციალურ ქსელში წერს, საპატრიარქოს დაცვა არ ჰყავს და მის დაცვას სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური ახორციელებს. მისი განმარტებით, სწორედ ამ სამსახურის თანამშრომელს აღმოაჩნდა კორონავირუსი, რომელიც მისივე განმარტებით, საპატრიარქოს შესასვლელს აკონტროლებდა.

"ზოგადად საპატრიარქოს დაცვის სამსახური არ ჰყავს. მის დაცვას ახორციელებს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური. დროდადრო ხდება თანამშრომლების როტაცია.

დაავადება აღმოაჩნდა ამ სამსახურის წარმომადგენელს, რომელიც საპატრიარქოში შემოსასვლელს აკონტროლებდა. ვისთან ერთადაც ასრულებდა სამუშაოს, კიდევ ორ თანამშრომელს ასევე ჩაუტარდათ კვლევები და მათ არ დაუდასტურდათ ვირუსი.

დაცვის ამ წევრს საპატრიარქოს შიდა შენობასთან და თანამშრომლებთან სხვა კონტაქტი, გარდა შემოსასვლელი პუნქტისა არ ჰქონდა" - წერს დეკანოზი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×