
ბრწყინვალე შვიდეულის თითოეული დღე განსაკუთრებული მადლითაა აღვსილი და ყველა საეკლესიო წესს განსაკუთრებული ელფერი აქვს. ვნების კვირის დიდ ხუთშაბათს იესო ქრისტეს მიერ მოწაფეების ფეხთა დაბანას, საიდუმლო სერობას, გეთსიმანიის ბაღში იესო ქრისტეს ლოცვას და იუდას მიერ ქრისტეს გაცემას ვიხსენებთ. ამ დღეს მართლამდიდბელი ეკლესიის მღვდელმთავრები ფეხთბანის რიტუალს ატარებენ, როგორც მაცხოვარმა დაბანა ფეხები სერობის დაწყებამდე თავის თორმეტ მოწაფეს. საეკლესიო სწავლებით, ქრსტემ ამ ქმედებით კაცობრიობისადმი უდიდეს სიყვარულში უდიდესი სიმდაბლე გამოაჩინა.
იერუსალიმში დიდებით შესვლიდან მეოთხე დღეს, იესომ თავის თორმეტი მოწაფე შეკრიბა და საბოლოოდ დამოძღვრა: „ნუ იქნება თქვენს შორის ცილობა, ვინ უფრო დიდია, არამედ უდიდესი იყოს, როგორც უმცროსი და წინამძღვარი, როგორც მსახური. მე ვარ თქვენს შორის, როგორც მსახური, თქვენ კი ხართ ჩემს განსაცდელში, ჩემს გვერდით მყოფნი“.
და რადგან უწყოდა, რომ მოიწია ჟამი, რათა განვიდეს ამიერ სოფლით, აღუთქვა მათ სასუფეველი ღვთისა:
„აღდგა სერობისა მისგან და დადვა სამოსელი თვისი და მოიღო არდაგი და მოირტყა იგი. ჩაასხა საბანელში წყალი და დაიწყო მოწაფეთათვის ფეხების ბანა.
„თუ მოძღვარმა და უფალმა დაგბანევთ ფეხები, თქვენც ასევე უნდა ჰბანდეთ ერთმანთს ფეხებს, ვინაიდან მაგალითი მოგეცით და ნეტარია, ვინც აღასრულებს ამას. მაგრამ ყველა როდი ისურვებს ამ ნეტარებას და ღვთის სიყვარულში დაიდოს წილი. ერთი თქვენგანი გამცემს მე“, - იტყვის უფალი და მის მკერდზე თავმიყრდნობილი იოანესთვის საცნაურს გახდის იუდა ისკარიოტელის, როგორც გაცემის სახელს.
იუდა შეუნანებლად ტოვებს სერობას, ტოვებს ღმერთს და შეიქმნება უღმრთო. ხოლო ვინც თავზე მეტად შეიყვარა იგი, როგორც მაცხოვარი და ჭეშმარიტი, აწესებს ზიარების საიდუმლოს:
„და აღიღო პური, ჰმადლობდა და განტეხა და მისცა მოწაფეთა თვისთა და უთხრა მათ. მიიღეთ და სჭამეთ, ეს არს ხორცი ჩემი თქვენთვის მიცემული, ამას ჰყოფდეთ მოსახსენიებლდა ჩემდა. და მიიღო სასმელ და ჰმადლობდა და მისცა მათ და თქვა, სუთ ამისგან ყოველთა, ესე არს სისხლი ჩემი ახლისა აღთქმისა თქვენთვის და მარვალთვის დათხეული მისატევებლად ცოდვის“.
მართლმადიდებელ ეკლესიაში, დიდ ხუთშაბათს, განურჩევლად იმისა, მარხულობდა თუ არა ადამიანი აღდგომამდე 40 დღე, ყველას აზიარებენ.