ია აბულაშვილი
14.04.2020

„ყველაზე უმტკივნეული გამოსავალი იქნება შეწყალება, რომელიც უნდა განახორციელოს პრეზიდენტმა და ეს შეიძლება მოხდეს 26 მაისისთვის", - ასე ეხმაურება პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე ოპოზიციის შეფასებას, რომ ირაკლი ოქრუაშვილისათვის პატიმრობის მისჯით ხელისუფლებამ შეთანხმება დაარღვია და აშშ-ის საელჩოს განცხადებას, რომ 8 მარტის შეთანხმება სრულად უნდა იყოს დაცული.

საქართველოში აშშ-ის საელჩო „გამარჯვებული საქართველოს" ლიდერის ირაკლი ოქრუაშივლისთვის 5 წლით თავისუფლების აღკვეთას განცხადებით გამოეხმაურა, სადაც აღნიშნულია, რომ ოქრუაშვილის დაპატიმრების დრო და გარემოებამ გამოიწვია შეშფოთება პოლიტიკურ ჩაერვასა და შერჩევითი სამართლის გამოყენებასთან დაკავვშირებით. საელჩომ ყველა მონაწილე მხარეს მოუწოდა, სრულიად დაიცვან 8 მარტს მიღწეული შეთანხმება.

„მართლია, ხელისუფლებამ მშვენივრად იმუშავა ამ პანდემიის ფონზე, მაგრამ გაუჩნდა გამარჯვებულის განცდა - ანუ, ასეთ ვითარებაში არ აქვს მნიშვნელობა რა იყო გუშინ, დღეს ჩვენ ვართ თეთრ ცხენზე ამხედრებულიო. „ოცნების" ხელისუფლებამ ვერ გააცნობიერა, რომ ყველაზე რთული პერიოდი ახლა იწყება და პანდემიასთან ბრძოლში მოპოვებული წარმატება შეიძლება ერთ წამში გაქრეს.

„აშშ საელჩოს განცხადება იყო ცივი შხაპი, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი არაფერია ნათქვამი და მოწოდებაა მხარეების მიმართ, მაგრამ აშკარად ჩანს ვისკენ არის მიმართული. ამიტომ, ამ ვითარებაში სუფლებისთვის უმტკივნეულო გამოსავალი იქნება შეწყალება, ვიდრე ოპოზიციასთან და პარტნიორებთან ჭიდაობა. შეწყალება უნდა განახორციელოს პრეზიდენტმა და შეიძლება ეს 26 მაისს მოხდეს", - განაცხადა „რეზონანსთან" ვახტანგ ძაბირაძემ.

...

ფრაზა - „ოცნების" ხელისუფლებამ ვერ გააცნობიერა, რომ ყველაზე რთული პერიოდი ახლა იწყება და პანდემიასთან ბრძოლში მოპოვებული წარმატება შეიძლება ერთ წამში გაქრეს."

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×