თამთა ჩაჩანიძე
14.04.2020

„ჩემი აზრით, ამ ქალაქების დაკეტვა გამართლებულია, ოღონდ თუ საკმარისი იქნა. მგონია, რომ ესეც საკმარისი არაა და კიდევ უფრო მეტი ქალაქი უნდა ყოფილიყო იზოლირებული. ჩინეთმა ლამის ყველა ქალაქი ჩაკეტა", - ასე აფასებს „რეზონანსთან" საუბრისას პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე კორონვირუსის გამო საქართველოს ოთხ დიდ ქალაქის - თბილისის, ქუთაისის, ბათუმისა და რუსთავის დაკეტვას.

შესაბამისი განცხდება პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ საგანგებო ბრიფინგზე გააკეთა. პრემიერისა და სამთავრობო გუნდის გადაწყვეტილებით, საგანგებო მდგომარეობა 10 მაისამდე გახანგრძლივდება. 4 დიდ ქალაქში - თბილისში, ქუთაისში, ბათუმში და რუსთავში შესვლა-გამოსვლა 15 აპრილიდან 10 დღით შეიზღუდება.

საყვარელიძის აზრით, დიდი ქალაქების დაკეტვა გამართლებულია, რადგან ყოველი დიდი ქალაქი თავშეყრის დგილია, ხოლო თავშეყრა კი აკრძალულია.

„დიდი ქალაქი, მითუმეტეს თბილისი, სადაც თითქმის ნახევარი საქართველოა თავმოყრილი, იგივე ადამიანთა თავშეყრის ადგილია, თავშეყრის ადგილი კი ყველგან შეზღუდულია, რომ ნაკლებად შეიკრიბეთო. დაახლოებით იგივე პრინციპია დიდი ქალაქების დაკეტვა, რომ კიდევ ამ ქალაქებს შორის მიგრაციით არ მოხდეს ვირუსის გადატან-გადმოტანა. აქ ხომ ვირუსის გადატანის შეჩერებაზეა მთელი ეს ძალისხმევა მიმართული. როგორც მოვლენებმა აჩვენა, ქალაქებს შორის გადატანასაც აქვს ადგილი.

„ჩემი აზრით, ამ ქალაქების დაკეტვა გამართლებულია, ოღონდ, თუ საკმარისი იქნა. მგონია, რომ ესეც საკმარისი არაა და კიდევ უფრო მეტი ქალაქი უნდა ყოფილიყო იზოლირებული. ჩინეთმა ლამის ყველა ქალაქი ჩაკეტა", - განაცხადა საყვარელიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×