
ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი სააღდგომო ლიტურგიასთან დაკავშირებით, ხელისუფლებასა და საპატრიარქოს შორის არსებულ დავას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა. იგი იმედს გამოვთქვამს, რომ მხარეები მივლენ იმ გადაწყვეტილებამდე, რომელიც მორწმუნეებს საშუალებას მოგვცემს, აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული იზეიმონ. კვირიკაშვილის ამ განცხადებას ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე ექსპრემიერის პილიტიკაში დაბრუნების მცდელობად აფასებს.
გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, საგანგებო მდგომარეობის პირობებშიც აბსოლუტურად შესაძლებელია, დადგენილი წესების დაცვით, საღამოს 9 საათიდან დილის 6 საათამდე მორწმუნეთა ტაძარში დარჩენა.
„საერთო ჯამში, შესაძლებელია მას (გიორგი კვირიკაშვილს) სურდეს პოლიტიკაში დაბრუნება. ის ყოფილი პრემიერ-მინისტრია და ამბიციები გააჩნია. ამ შემთხვევაში, ყველაზე აქტიუალური თემაა აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულის აღნიშვნა საქართველოში კორონავირუსის პირობებში და ალბათ, ამიტომაც გააკეთა ეს განცხადება," - თქვა ნიკა ჩიტაძემ „რეზონანსთან".