რეზონანსი
14.04.2020

„ჩვენ გვირჩევნია აქ ვიყოთ, რადგან თავს დაცულად ვიგრძნობთ. უზბეკეთიდან კერძო თვითმფრინავით ჩამოვფრინდით", - ამის შესახებ ქართველი მწვრთნელი შოთა არველაძე თურქული გამოცემა „ფანატიკთან" ინტერვიუში საუბრობს.

გამოცემა ქართველი მწვრთნელის თურქეთში ჩასვლის მიზეზებზე წერს.

„ტრაპიზონის" ერთ-ერთი ლეგენდა და ამჟამად უზბეკეთის „პახტაკორის" მწვრთნელი შოთა არველაძე თურქეთში კორონავირუსის გამო მოხვდა.

გამოცდილი მწვრთნელი, რომლის ოჯახი გარკვეული დროით სტამბოლში ცხოვრობს, 12 დღის განმავლობაში კარანტინში იმყოფება.

ქართველი მწვრთნელი ყოველთვის ხაზს უსვამს, რომ თურქეთში ყოფნა უყვარს."

„კარანტინის დასრულებას ველოდები. ჩემი ოჯახი სტამბოლში დამხვდა. ჩვენ გვირჩევნია აქ ვიყოთ, რადგან თავს დაცულად ვიგრძნობთ. უზბეკეთიდან კერძო თვითმფრინავით ჩამოვფრინდით.

მე და ჩემი ოჯახი თურქეთში თავს ყოველთვის ბედნიერად ვგრძნობდით. ამის გამო თურქეთის სახელმწიფოს მადლობას ვუხდი." - ამბობს შოთა არველაძე.

წყარო: პრაიმტაიმი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×