თამარ შუკვანი
15.04.2020

„გასული დღის მონაცემებით, ქვეყანაში დაფიქსირდა იმფიცირების მაჩვენებელის ყველაზე მაღალი ზრდა და 15 აპრილის მონაცემებით, ვოვიდ-19-ით ინფიცირების 306 დადასტურებული შემთხვევა გვყავს. მიმდინარეობს ახალი შემთხვევების კვლევა და იმ კავშირების დადგენა, რაც ახალ ინფიცირებულ ადამიანებს აქვთ. ქვეყანაში პრაქტიკულად გვაქვს შიდა კლასტერების მნიშვნელოვანი გაფართოება და ვემზადებით ეპიდემიის პიკის ფაზაში შესასვლელად," - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა და პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.

ირაკლი ჩიქოვანმა ისაუბრა იმ გამონაკლისებზე, რაც ოთხ დიდ ქალაქში შესვლა-გამოსვლას უკავშირდება:

„შეგახსენეთ, რომ დღეიდან საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში კიდევ უფრო მეტად მკაცრდება შეზღუდვები, კერძოდ კი, ოთხ დიდ ქალაქში, - თბილისი, რუსთავი, ქუთაისი და ბათუმი, - დღეს, 15 აპრილის საღამოს 21:00 საათიდან აიკრძალება შესვლა და გამოსვლა.

„რა თქმა უნდა, იმოქმედებს გამონაკლისები. ამ მუნიციპალიტეტებში შესვლა შეეძლებათ იმ მოქალაქეებს, რომლებიც ამავე მუნიციპალიტეტებში არიან რეგისტრირებულნი, ხოლო 10 დღის განმავლობაში ისინი ამ მუნიციპალიტეტს ვერ დატოვებენ. ამ მუნიციპალიტეტების დატოვების საშუალება ექნებათ მხოლოდ იმ პირებს და იმ მოქალაქეებს, რომლებიც არიან რეგისტრირებულნი სხვა მუნიციპალიტეტებში.

„შეზღუდვები არ შეეხებათ შემდეგ კატეგორიებს: სამედიცინო დაწესებულების თანამშრომლების გადაადგილებას მათი სამსახურეობრივი საქმიანობიდან გამომდინარე. საერთაშორისო და ადგილობრივ სატვირთო გადაზიდვებს, საქართველოში აკრეტიდირებულ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს, მათი სამსახურეობრივი საქმიანობიდან გამომდინარე. ბრალდებულების და მსჯავრდებულების გადაყვანას. ფულადი სახსრების, ძვირფასი ლითონების და ასევე სხვა ფასეულობების ინკასაციას.

„ელექტროენერგიის, ბუნებრივი აირის და წყლის მოწოდების და უზრუნველყოფის მიზნით აუცილებელ გადაადგილებას. ასევე სატელეკომუნიკაციო, საფოსტო და ნარჩენების მართვასთან დაკავშირებული მომსახურეობის მოწოდების მიზნით გადაადგილებას. სამომსახურეო, სარკინიგზო მიმოსვლას, რომელიც დაკავშრებულია მხოლოდ ტექნიკურ გადაადგილებასთან. ასევე ჟურნალისტების საქმიანობას და მათ განხორციელების მიზნით მედია საშუალებების წარმომადგენლთა გადაადგილებას. სარიტუალო მომსახურების გაწევის მიზნით გააადგილებას და აქ იგულისხმება მიცვლაბულების გადასვენება ან დაკრძალვა.

„ასევე ჰუმანიტარული მიზნებისთვის საერთაშორისო ორგანიზაციების გადაადგილებას. კერძო დაცვითი საქმიანობის განხორციელების მიზნით გადაადგილებას და იმ საჯარო დაწესებულებების თანამშრომლების გადაადგილებას, რომელთა საქმიანიბაც არის უკიდურესად მნიშვნელოვანია საგანგებო მდგომარეობის დროს.

„ასევე მთავრობის დადგენილებით დაშვებული ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელ იმ სუბიექტებს, რომლებიც არიან ოპერაციიულ შტაბთან შეთანხმებულ სიაში არიან და რომლეთა გადაადგილებაც კრიტიკულად აუცილებელია საგანგებო მდგომარეობის დროს სამსახურეობრივი მონავლეობის შესასრულებლად.

„საგანგებო მდგომარეობის მოქმედების პერიოდში ნებისიერი გადაადგილებისას აუციელებელია თითოეულმა ჩვენმა მოქალაქემ თან იქონიოს პირადობის დამადასტურებელი მოწმობა. გარდა ამისა, საზოგადოებას ვაცნობებთ, რომ მთავრობა პრეზიდენტს ხელმოსაწერად გადაუგზავნის მიმართვას 2020 წლის 10 მაისამდე გაახანგრძლივოს ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის მოქმედების ვადა," - განაცხადა ჩიქოვანმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×