რეზონანსი
15.04.2020

სოციალური ქსელის მომხმარებელი გიორგი გვალია სტატუსს აქვეყნებს, თუ რა ხერხს მიმართა კომენდანტის საათის დროს, რათა დედისთვის წამალი მიეტანა.

როგორც ის წერს, დედამისი ძალიან ცუდად იყო და ესაჭიროებოდა წამალი, რომელიც სასწრაფოს ექიმებს არ ჰქონდათ, ამიტომ ის იძულებული გახდა 112-ში დაერეკა და თავად მოეტანა წამალი დედისთვის.

"მინდა აღვნიშნო და მადლობა გადავუხადო საპატრულო პოლიციას.

გუშინ ღამე დედაჩემი იყო ძალიან ცუდად, გამოვიძახე სასწრაფო, მაგრამ სამწუხაროდ რა წამალიც სჭირდებოდა, მათ არ ჰქონდათ და აღნიშნული წამალი მხოლოდ ერთი ცალი იყო psp-ს ერთ ფილიალში.

დავრეკე 112-ში, რომ საჭირო იყო გავსულიყავი აფთიაქში ხოლო 112-ის ოპერატორმა მითხრა დაგირეკავთ ზუსტად ერთ წუთშიო.

დამირეკეს მართლაც, რამოდენიმე წამში საპატრულო პოლიციის ეკიპაჟმა ქვემოთ ვართ, ჩამობრძანდითო.

მიმიყვანეს აფთიაქში, დამელოდნენ და უკან მომიყვანეს", - წერს გიორგი გვალია.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×