ია აბულაშვილი
15.04.2020

„ამ უბედურებამ, საბედნიეროდ გამოაჩინა „ნაციონალების" და მათი სატელიტი პარტიების უსახური სახე. გიჟად არიან, არ იციან საიდან მიუდგნენ და ცილი როგორ დასწამონ მთავრობას. არა მხოლოდ მთავრობას, თავს ესხმიან ექიმებს, ეკლესიას" - ასე ეხმაურება ისტორიკოსი გიორგი ოთხმეზური ახალი კორონავირუსის გამო შექმნილ ვითარებას.

"ძალიან მძიმე მდგომარეობაა შექმნილი ქვეყანაში, მაგრამ ჩვენი მთავრობის და ექიმების სანაქებოდ უნდა ითქვას, რომ შეთანხმებულად მოქმედებენ და სწორ ნაბიჯებს დგამენ. ამ უბედურებამ ბევრი რამ გამოაჩინა, რომ მთავრობა პროფესიონალებს უჯერებს. გვყავს ნამდვილი პროფესიონალი ექიმები, რომლებმაც განათლება საქართველოში მიიღეს და არა საზღვარგარეთ, ეს ძალზედ მნიშვნელოვანია.

ამ უბედურებამ, საბედნიეროდ გამოაჩინა "ნაციონალების" და მათი სატელიტი პარტიების უსახური სახე. გიჟად არიან, არ იციან საიდან მიუდგნენ და ცილი როგორ დასწამონ მთავრობას. არა მხოლოდ მთავრობას, თავს ესხმიან ექიმებს, ეკლესიას. იმ კლესიას, რომელიც საუკუნეებია ქვეყნისთვის მხოლოდ სასარგებლო ნაბიჯებს დგამს. იმ ეკლესიას, რომელსაც სათავეში უდგას ბრძენი ადამიანი და ნუ გავეჯიბრებით. დარწმუნებული ვარ ხელისუუფლება და ეკლესია მიაღწევს შეთანხმებას და ჩვენ ყველა ამ გადწყვეტილებას უნდა დავემორჩილოთ. ოპოზიციის რა მოგახსენოთ, მათი მთავარი და ერთადერთი მიზანი არის, როგორც დაზაფრონ ადამიანები. საზოგადოებამ კარგად დაინახა, რომ ისინი ქვეყნის მოკეთეები არ არიან. შესაბამისად, მათი შანსებიც იკლებს.

რაც შეეხება მოლოდინს, ეკონომიკური კრიზისი მთელს მსოფლიოს ემუქრება და საქართველო გამონაკლისი ვერ იქნება. მაგრამ იმედი მაქვს, რომ როგორც პანდემიასთან ბრძოლაში გადაიდგა სწორ ნაბიჯები, როგორც მთავრობის ისე საზოგადოების მხრიდან, იგივე მოხდება ეკონომიკაშიც," - განაცხადა "რეზონანსთან" გიორგი ოთხმეზურმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×