თამთა ჩაჩანიძე
15.04.2020

„ამ სიტუაციიდან ყველაზე ეფექტურად ჩინეთი გამოვიდა, კორონავირუსთან ბრძოლას წარმატებით გაართვა თავი. ის როგორც ეკონომიკური, ასევე სამხედრო თვალსაზრისით საკმაოდ მაღალ საფეხურზეა. მსოფლიო წესრიგი პანდემიის შემდეგ, ალბათ, შეიცვლება და ტრიპოლარული-სამპოლუსიანი გახდება, ანუ გლობალური პოლიტიკური პროცესებისა და უსაფრთხოების სისტემის განმსაზღვრელი ამერიკა, ჩინეთი და რუსეთი გახდება", - ას აფასებს „რეზონანსთან"ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში ვახტანგ მაისაია კორონავირუსული პანდემიის ფონზე გეოპოლიტიკურ სიტუაციას.

მაისაია მიიჩნევს, რომ პანდემიასთან ბრძოლაში მსოფლიო ლიდერი ქვეყნები და გაერთიანებები უძლურნი აღმოჩნდნენ, რამაც მსოფლიოში ერთგვარი ქაოსი შექმნა.

„პანდემიამ ევროკავშირსა და ამერიკას საკმაოდ სერიოზულად გადაუარა, ისინი ასიმეტრიული საფრთხეების ასალაგმად მზად არ აღმოჩნდნენ, ევროკავშირს ჩავარდნები არალეგალური მიგრანტებისა და ტერორიზმთან ბრძოლის ასპექტებში ჰქონდა, კორონავირუსმა კი საბოლოო ლურსმანი დააჭედა და, ასე ვთქვათ, დაასამარა. ევროკავშირი კრიზისების ალაგმვის პოლიტიკას სერიოზულად არ მიიჩნევდა. ისინი, როგორც ჩანს, ნატო-ზე იყვნენ მიმაგრებული,ნატო-ც, სამწუხაროდ, ასიმეტრიული საფრთხის წინაშე უძლური აღმოჩნდა და აშშ-ზე იყო დამოკიდებული, ამერიკამ კი ამ კუთხით საკმაოდ სერიოზული სისუსტეები გამოავლინა.

„ამ სიტუაციიდან ყველაზე ეფექტურად ჩინეთი გამოვიდა, კორონავირუსთან ბრძოლას წარმატებით გაართვა თავი. ის როგორც ეკონომიკური, ასევე სამხედრო თვალსაზრისით საკმაოდ მაღალ საფეხურზეა. მსოფლიო წესრიგი პანდემიის შემდეგ, ალბათ, შეიცვლება და ტრიპოლარული-სამპოლუსიანი გახდება, ანუ გლობალური პოლიტიკური პროცესებისა და უსაფრთხოების სისტემის განმსაზღვრელი ამერიკა, ჩინეთი და რუსეთი გახდება.

„პან ამერიკანო მოდელი დავიწყებას მიეცემა, ევროკავშირს პოსტპანდემიის პერიოდში სერიოზული პრობლემები შეექმნება. ამას ბრექსიტიც დაემატა, ამერიკაშიც საკმაოდ სერიოზული პრობლემები იქნება. ეს ჩანს კიდეც იმით, რომ მან ასეთ კრიტიკულ პერიოდში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას დაფინანსება შეუწყვიტა,რის შედეგადაც ტრამპმა საკუთარი უძლურება ამ ორგანიზაციას შეახოცა.

„პანდემიის ფონზე, ახლო აღმოსავლეთში ტერორისტული ორგანიზაცია დაეშიც გააქტიურდა. ის აფრიკაშიც და ავღანეთშიც გააქტიურდა, მათმა ტერორისტებმა ბაგრამის სამხედრო ბაზაზე სარაკეტო დარტყმა განახორციელეს. მანამდე ტერაქტი ქაბულის აეროპორტში განახორციელეს, ისინი აპირებენ, რომ კორონავირუსის თემაც გამოიყენონ. აქედან გამომდინარე, სიტუაცია მსოფლიოში საკმაოდ ქაოსურია.

„პანდემიიდან გამოძრომა მხოლოდ ჩინეთმა მოახერხა და მის კეისს თუ გამოიყენებენ სახელმწიფოები, კარგი იქნება.

„რუსეთშიც 85 რეგიონიდან 84-ში კორონავირუსია მოდებული. მათი ავტორიტარული რეჟიმის პირობებში ძალიან რთულია განსაზღვრო, რეალურად რა სიტუაციაა. გავრცელდა ინფორმაცია, რომ კორონავირუსმა რუსეთის შეიარაღებულ ძალებშიც უკვე შეაღწია. რუსეთი შესაძლოა, მონაცემებს მალავენ, მაგრამ მას რესურსები გააჩნია, ჩინეთიც საკმაოდ ეხმარება და პოსტკრიზისულ პერიოდში შესაძლოა, ისე არ გაუჭირდეს", -განაცხადა მან.

ექსპერტი სპეციალური კრიზისული მართვის ერთობლივი ანალიტიკური ცენტრის შეიქმნის ინიციატივით გამოდის.

„ჩვენ თუ მეტ-ნაკლებად ამ სიტუაციას გავუმკლავდით, შემდგომში რა იქნება, არავინ იცის. შესაძლოა, მეორე ტალღა შემოდგომისთვის წამოვიდეს, ამიტომ სამხედროების მომზადება აუცილებელია. გამოცდილებამაც აჩვენა, რომ ასეთი სპეციალური დანიშნულების ჯარების ქვეყნებმაც კორონავირუსთან უფრო მეტად შეძლეს გამკლავება.

„გამოვდივარ ინიციატივით, რომ საქართველოში სპეციალიზირებული კრიზისული მართვის ერთობლივი ანალიტიკური ცენტრი შეიქმნას,რომ მომავალში კრიზისების მართვის პრევენცია და სწორი პროგნოზირება მოხდეს", - განაცხადა მაისაიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×