
ჟურნალისტი გოდერძი შარაშია სოციალურ ქსელში მიტროპოლიტ იობის განცხადებას გამოეხმაურა
“ერთი გაზულუქებული სასულიერო პირის პასუხად. ძვირფასო სასულიერო პირო, დედაჩემი 71 წლისაა და არ მინდა არსად წავიდეს, მეტიც მინდა დიდი ხანი მყავდეს ჯანმრთელად და ამიტომ ზის სახლში და არ ვნახულობ. დისტანციურად ვართ.
აი შენ ხომ ამბობ ვირუსი საშიში არ არის და მოხუცები ისედაც უნდა გავიდნენ ამ ქვეყნიდანო? ჰოდა შენები გაუშვი იმ ქვეყნად.
არ შეჭამე ტვინი? გეგონება სულ შენი გადარჩენილი ვარ აქამდე. ვააახ. ხო კიდევ, ხატთმებრძოლები ნუ შემომიცვივდებით“- წერს გოდერძი შარაშია.
შეგახსენებთ, მიტროპოლიტმა იობმა ქადაგებისას განაცხადა, რომ კორონავირუსი ჩვეულებრივი ვირუსია, ადამიანებს უსიმპტომოდ გადაუვლიათ და განკურნებულან. არანაირი საშიშროება არ არსებობს, ეს არის ხელოვნურად თავსმოხვეული ფსიქოზიო.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე