რეზონანსი
16.04.2020

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის განცხადებით, კლინიკას დღეს ერთი ორსული და კიდევ ორი გამოჯანმრთელებული პაციენტი დატოვებს.

მისი თქმით, კლინიკიდან დღეს გაეწერება ასევე 5 ორსული, რომელთაც კორონავირუსი არ დაუდასტურდათ.

რაც შეეხება კლინიკაში მყოფ ახალშობილებს, როგორც რატიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, 7 ახალშობილიდან კოვიდინფექცია არც ერთს დაუფიქსირდა.

„მინდა გითხრათ, რომ დღეს ჩვენი კლინიკიდან ეწერება მეორე ორსული. აქედან გამომდინარე, დამატებითი კვლევების შედეგად როგორც ირკვევა, კიდევ ორი გამოჯანმრთელებული პაციენტია და სულ დღეს 3 პაციენტი დატოვებს კლინიკას. რაც შეეხება ახალშობილებს, ვიცით, რომ გვყავს 7 პაციენტი, მათგან არც ერთთან არ დადასტურდა კოვიდინფექცია. ასევე გვყავს ორსული ქალბატონები, მათგან 5 დატოვებს კლინიკას. ესენი იყო საეჭვო შემთხვევები და არც ერთთან არ დადასტურდა კოვიდინფექცია და ისინიც დღის პირველ ნახევარში დატოვებენ კლინიკას",- განაცხადა რატიანმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×