რეზონანსი
16.04.2020

ლონდონში კორონავირუსით 28 წლის ორსული მედდა მერი აგიაპონგი გარდაიცვალა. მედდას კორონავირუსი 5 აპრილს დაუდასტურდა, ხოლო ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში ის 7 აპრილს გადაიყვანეს.

ექიმების გადაწყვეტილებით აგიაპონგს სასწრაფო საკეისრო კვეთა ჩაუტარდა და ბავშვის მდგომარეობა ამჟამად დამაკმაყოფილებელი, თუმცა უცნობია, აქვს თუ არა ახალშობილს კორონავირუსი.

როგორც ეროვნული ჯანდაცვის სერვისი იუწყება, მერის კოვიდ-19 საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილზე გადაედო და არა საავადმყოფოში მუშაობისას.

მერი აგიაპონგი ხუთი წლის განმავლობაში ლუტონის და დანსტებლის საუნივერსისტეტო ჰოსპიტალში მუშაობდა. ინფორმაციას „ბიბისი" ავრცელებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×