რეზონანსი
16.04.2020

წყონდიდის ყოფილმა მიტროპოლიტმა, მეუფე პეტრემ სააღდგომო წირვასთან დაკავშირებით, ხელისუფლების პოზიციაზე ისაუბრა.

მისი თქმით, ხელისუფლებამ თვალი დახუჭა, რომ თითქოს ეკლესიაში 9 საათამდე მისული მრევლი კანონს არ დაარღვევს.

"ხელისუფლებამ თითქოს კომპრომისული ვარიანტი, მაგრამ უგუნური გადაწყვეტილება მიიღო, რომ სირაქლემას მდგომარეობაში, თვალები თვითონ დაიფარა ან დახუჭა. თითქოს 9 საათამდე მისული ადამიანი კანონს არ დაარღვევს. 9 საათიდან დილის 6 საათამდე. ელემენტარულად, რომელია იმ სიწმინდისა და სულიერების მატარებელი, რომ ბიოლოგიური მოთხოვნილებებმა არ შეაწუხოს",- თქვა მეუფე პეტრემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×