რეზონანსი
17.04.2020

ჟურნალისტი ბონდო მძინარაშვილი შემდეგი სახის საინტერესო მოსაზრებას აქვეყნებს:

,,საქართველოში 3 ადამიანი გარდაიცვალა, სამივე ხანდაზმული, რომლებსაც კორონავირუსი დაუდგინეს.

ახლა მე მაინტერესებს: ეს 3 ადამიანი კორონავირუსით გარდაიცვალა თუ იმ ერთი ან რამდენიმე ქრონიკული დაავადებიდან რომელიმეს გართულების გამო?

რატომ წერენ ჩვენი ექიმები გარდაცვალების ძირითად მიზეზად კორონავირუსს, იქნებ იმ ადამიანის სიცოცხლე ქრონიკულმა დაავადებამ შეიწირა და კოვიდ-19-ით ინფიცირება თანმხლები დაავადებაა?

იტალიაში ყველა გარდაცვალების მიზეზად, (თუ ინფიცირებულია) კოვიდ-19-ს წერენ, გერმანიაში კი გარდაცვალების მიზეზად წერენ ძირითად დაავადებას, ხოლო კოვიდ-19-ს – თანმხლებად.

ვნახოთ მონაცემები:

იტალია:

ინფიცირებული – 168 941

გარდაცვლილი – 22 170

გერმანია:

ინფიცირებული – 136 569

გარდაცვლილი – 3 943

დააკვირდით, როგორი განსხვავებაა ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობებს შორის.

ჩვენთან გარდაცვლილთაგან სამივე შეიწირა არა კორონავირუსმა, არამედ იმ დაავადებებმა, რაც წლების და შესაძლოა ათწლეულების განმავლობაში აწუხებდათ, მაგრამ გარდაცვალების მიზეზად მაინც კორონავირუსი ჩაუწერეს.

ამ ორი თვის განმავლობაში საქართველოში რამდენიმე ასეული ადამიანი გარდაიცვალა. ეს ადამიანები რომ შეემოწმებინათ, შესაძლოა, ბევრს თუ არა, რამდენიმე მათგანს ვირუსი ჰქონოდა, მაგრამ არ შეუმოწმებიათ და დასკვნაშიც გარდაცვალების მიზეზად კორონავირუსი არ ჩაუწერეს.

მიმიხვდით, რას ვგულისხმობ?

ჩვენთან კოვიდ-19-ით არავინ გარდაცვლილა!

სამივე ადამიანი გარდაიცვალა იმ დაავადებებით, რაც აწუხებდათ.

რატომ გვაშინებთ?!”

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×