
„მიზეზი, რომ საფლავზე გავიდე ნამდვილად მაქვს, მაგრამ ადამიანური პასუხისმგებლობიდან გამომდინარე ვრჩები სახლში და თქვენც მოგიწოდებთ, დარჩით სახლში",- ასეთი სტატუსი საკუთარი ფეისბუქის კედელზე მარნეულელმა კობა ბოჭოიძემ გამოაქვეყნა.
მას ცოლი და ორი შვილი ყავს და მათთან ერთად სოფელ საიმერლოში ცხოვრობს. კობას და მის მეუღლეს წლების წინ ორი შვილი გარდაეცვალათ.
მისი თქმით, წლევანდელი აღდგომა იქნება გამონაკლისი, რადგან თავისი შვილების საფლავზე აღდგომას ვერ მიდის.
მან „პრაიმტაიმს" განუცხადა, რომ ამ შემთხვევაში იგი პირველ რიგში თავისი ოჯახის ჯანმრთელობაზე ფიქრობს.
„ორი შვილი მყავს გარდაცვლილი, მაგრამ ჩემი ოჯახის ჯანმრთელობისთვის და საერთოდ სამოქალაქო პასუხისმგებლობიდან გამომდინარე, მე და ჩემი ოჯახი ამ წელს აღდგომას საფლავზე ვერ გავალთ, რადგან ჩემი ოჯახი დაცული იყოს ამ ვირუსისგან. აღდგომას ჩემს ცოლ-შვილთან ერთად სახლში შევხვდები და ვიზეიმებ",- ამბობს კობა ბოჭოიძე.
პრაიმტაიმი
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე