რეზონანსი
17.04.2020

ქუთაისის მე-17 საჯარო სკოლის დირექტორი ირინე ჯგერენაია ჰყვება, კომენდანტი საათის დროს, როგორ დაეხმარათ საპატრულო პოლიცია მცირეწლოვანი შვილიშვილის დაძინებაში.

"გავა დრო და მოვუყვები ეკატერინეს ,,კორონობის ჟამსა შინა" კომენდანტის საათის ამბავს, თუ, როგორ დავკარგეთ ძილის წინ ოთხი თვის ეკატერინეს საწოვარა, რომლის გარეშეც უშედეგოდ ჩაიარა მისი დაძინების ყველა მცდელობამ, რომელშიც მეზობლებიც იყვნენ ჩართულნი. მოვუყვები, როგორ გაგვინათდა გონება, ღამის 12 სთ 30წთ-ზე დაგვერეკა 112-ში, როგორ გაჩნდა სინათლის სიჩქარით საპატრულო პოლიცია ჩვენს სადარბაზოსთან და იმავე სიჩქარით, როგორ წაიყვანეს ირინე ბებო აფთიაქში საწოვარას შესაძენად. სანამ ეკატერინე ამ ამბავს შეიტყობს, მადლობა პატრულს, რომელმაც იზრუნა პატარას მშვიდ ძილზე,"-ამბობს ირინე ჯგერენაია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×