რეზონანსი
17.04.2020

ვერძი

გააანალიზეთ დღის მოვლენები,.მოსალოდნელია გარკვეული სირთულეები კრედიტებთან ან საგადასახადო-სადაზღვევო სფეროსთან დაკავშირებით. გარკვეული ოჯახური გაუგებრობებისა და კონფლიქტური სიტუაციების ალბათობა მატულობს.

კურო

რაც არ უნდა პერსპექტიულ და სასიკეთო შედეგებს გპირდებოდნენ შეეცადეთ მოერიდოთ ავანტიურულ ქმედებას. თავი შეიკავეთ უსარგებლო კონტაქტებისგან.

ტყუპები

გაითვალისწინეთ ირგვლივმყოფთა ინტერესები, დღეს შანსი გაქვთ გადაწყვიტოთ აქამდე მოუგვარებელი საკითხები, დიდი ალბათობით ვითარება სასიკეთოდ შეიცვლება.

კირჩხიბი

თქვენი ცოდნა, მონდომება და შრომა დაგეხმარებათ წარმოაჩინოთ საკუთარი თავი პროფესიონალური კუთხით, თანაც მეტად საინტერესოდ და ღირსეულად, მიუხედავად წვრილმანი პრობლემებისა ნუ გადაუხვევთ არჩეული გზიდან.

ლომი

თქვენი წარმატება და საქმეების ნაყოფიერად დაგვირგვინება დასაფასებელია, მაგრამ დადგა დრო დაისახოთ ახალი მიზნები. გადაამოწმეთ ნებისმიერი მიღებული ინფორმაცია.

ქალწული

წინდახედულობა და გადაწყვეტილების სწრაფად მიღება დაგეხმარებათ თავიდან აიცილოთ სირთულეები, საქმიანი მოლაპარაკებები დიდი ალბათობით ნაყოფიერი და სასიკეთო იქნება.

სასწორი

თქვენი ძალები და ოპტიმიზმი საშუალებას მოგცემთ მოაგვაროთ როგორც საკუთარი, ასევე შინაურებისა და მეგობრების პრობლემებიც. შესაფერისი დროა სხვადასხვა სფეროში თქვენი აქტიურობისთვის.

მორიელი

რომანტიული საკითხები მშვენივრად ვითარდება, ხოლო თქვენი ენერგია და საინტერესო იდეები სტაბილური შემოსავლის წყაროც შეიძლება გახდეს.

მშვილდოსანი

მაქსიმალურად გამოხატეთ ემოციები და გრძნობები, იყავით გულწრფელი და წარმატება გარანტირებული გაქვთ. ელოდეთ სასიამოვნო მოულოდნელობას.

თხის რქა

მეტად დაისვენეთ, შეეცადეთ მოდუნდეთ, მიიღეთ აბაზანა სურნელოვანი ეთერზეთებით და კარგად გამოიძინეთ. კარგი განწყობა და დასვენება მიმზიდველობას გმატებთ.

მერწყული

დღეს შესაძლოა ხასიათცვალებადობამ, მოუსვენრობამ, უმიზეზო შფოთმა იჩნოს თავი. კარგი იქნება რაიმე მხიარულ ფილმს ჩაუჯდეთ ან განიტვირთოთ სასიამოვნო მუსიკით.

თევზები

აკონტროლეთსიტყვები, დიდია ალბათობა უტაქტო ფრაზებით ახლობლები ან კოლეგები გაანაწყენოთ, შედეგად კი თქვენ მოგიწევთ ყველას საქმის შესრულება.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×