
ჟურნალისტი შორენა გოგიჩაიშვილი შემდეგი სახის მიმართვას აქვეყნებს:
“მხოლოდ ეკლესია თუა ამ ყველაფრის თავი და თავი, მხოლოდ კოვზით თუ გადადის ეს ვირუსი, ვიქონიოთ ჩვენ ჩვენი კოვზები ყველგან (სამსახურებში, ქუჩაში, სახლში) და მორჩა, ამის გამო რა საჭირო იყო დედამიწის გაჩერება?! მიპასუხებთ ვინმე?
ჰაერწვეთოვანი გზით არ გადადის ეს დამპალი ხელოვნური ვირუსი? 3-საათიანი რიგები რომაა სასურსათოებში იქ არ გადადის?
რით ვერ გაძეხით არქიფოს გაფიცებთ!
წავიდა ეკლესია დათმობაზე, დისტანციაასაც იცავენ, პირბაებბსაც იკეთებენ, წირვა-ლოცვის საათობაც შეცვალეს, მაგრამ არა – ეს თქვენი გაუჩერებელი ყბები მაინც არ დაიკეტა!
მაგრამ სანამ ერი გონს მოვა, მანამ უკვე დამორჩილებულიც გამოვა, გატესტილიც და მარიონეტად გადაქცეულიც!
ეკლესია კი არაა გავრცელების ეპიცენტრი – ეკლესია ამ კოვიდის შემქმნელის პირდაპირი სამიზნეა და მთავრობებიც და ხალხიც ავტომატურად, დიდი ალბათობით გაუაზრებლად და თვითდინებით ექცევა გავლენაში.
და თუ კიდე ვინმეს სურვილი აქვს ეკლესია მონასტრების ქილიკის – წამშალეთ მეგობრებიდან, ბნელ ადამიანებს და ანალიტიკის არ მქონეს არყოლა მირჩევნია!
და მრევლზე უაზრო მითითებები კიდევ (ასე ქენი, ისე ქენი, ასე გწამდეს, ისე არა). მაგას ჯობია – სანაცნობოს მიუთითეთ ნაკლებად ჩასკდნენ..." - წერს ჟურნალისტი.